აშშ-ში მცხოვრები თელაველი ექიმის მიერ შექმნილი დრონი….გინესის რეკორდებში მოხვდა

ამერიკაში მცხოვრები თელაველი ექიმის, დავით მრელაშვილის მიერ შექმნილი დრონი, რომელსაც ყველაზე დიდხანს ფრენის უნარი აქვს, გინესის რეკორდებში მოხვდა.

ინფორმაცია და ფოტოები მრელაშვილმა თავად გაავრცელა. იგი ამბობს, რომ საფრენი აპარატებით დიდი ხნის წინ დაინტერესდა, პილოტის ლიცენზიაც მოიპოვა და მსოფლიოში ყველაზე ხანგრძლივი ფრენის უნარის მქონე დრონი შექმნა.

„გამარჯვების “პალასაზე” ვართ ქართველები, ბარემ ერთი გინესის მსოფლიო რეკორდიც დავამატოთ. სურათზეა მსოფლიოში ყველაზე ხანგრძლივი ფრენის უნარის ელექტრული შვეულმფრენი – ე.წ. დრონი, და მისი შემქმნელი – თქვენი მონა-მორჩილი“- წერს დავით მრელაშვილი.

 

დავით მრელაშვილი აღნიშნავს, რომ მისი სამომავლო გეგმა საქართველოში ამ პროდუქტის გამოყენებით აგრო სფეროს განვითარებაა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share