ალუდა ღუდუშაური მიხეილ სააკაშვილს ურჩევს, რეალობას თვალი გაუსწოროს და ექიმებს დაემორჩილოს. “ქართული ოცნების” წევრი ამბობს, რომ პატიმარი პრეზიდენტი დამნაშავეა და პატიმრობას უნდა შეეგუოს.
„მას ვურჩევდი, რომ თვალი გაუსწოროს რეალობას, მიიღოს ეს რეალობა და რაც უფრო მალე მიიღებს ამ რელაობას, მით უკეთესი მისთვის. შესაბამისად, ყოველგვარი სპეკულაციები მთელი ამ წელიწადნახევრის განმავლობაში, რომ რას ჭამს, რას არ ჭამს, უბრალოდ, ქართველი ხალხისთვისაც მომაბეზრებელი და დამღლელია. მართლმსაჯულება, რომელიც არის ევროპული მართლსამჯულებით დადასტურებული და მის კისერზე არის ეს, უნდა მიიღოს მან, – ამბობს ალუდა ღუდუშაური.