ჯარიმებით ბიუჯეტის შევსების მაჩვენებელი იზრდება. კერძოდ, წლიურად ბიუჯეტში ჯარიმებით 50,7%-ით მეტი თანხის მობილიზება მოხდა.
სახელმწიფო ხაზინის მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-თებერვალში ბიუჯეტში სანქციებიდან, ჯარიმებიდან და საურავებიდან 52 637 219 ლარი შევიდა. აქედან, სახელმწიფო ბიუჯეტში – 22 350 838 ლარი, ხოლო ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტში – 30 286 380 ლარის მობილიზება მოხდა.
რაც შეეხება გასული წლის მონაცემებს, 2022 წლის იანვარში ბიუჯეტში სანქციებიდან, ჯარიმებიდან და საურავებიდან 34 925 214 ლარის მობილიზება მოხდა. აქედან სახელმწიფო ბიუჯეტში – 16 925 941, ხოლო ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტში – 17 999 273 ლარი შევიდა.
აღსანიშნავია ისიც, რომ 2022 წელს ბიუჯეტში ჯარიმებიდან რეკორდული თანხა შევიდა. კერძოდ, გასული წლის განმავლობაში ბიუჯეტში სანქციებიდან, ჯარიმებიდან და საურავებიდან 281 741 849 ლარის აკუმულირება მოხდა. აქედან, სახელმწიფო ბიუჯეტში – 129 720 204 ლარი, ხოლო ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტში – 152 021 644 ლარის მობილიზება მოხდა.
ამასთან, სახელმწიფო ხაზინის მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობებმა ჯამში, 5 511 066 765 ლარი შეადგინა.
ცნობისთვის, ნაერთი ბიუჯეტი საქართველოს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების, რესპუბლიკური და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების კონსოლიდირებული ბიუჯეტია, რომელიც არ ექვემდებარება არცერთი ხელისუფლების წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დამტკიცებას.