დედა, სიდონია კიევ-პეჩორის ლავრის შესახებ სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს.
„კიევ-პეჩორის ლავრაზე…
რადგან მრავალი შეკითხვა მომდის და არაერთი ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია ვრცელდება ვეცდები მოკლედ გიპასუხოთ:
1. კიევ-პეჩორის ლავრა უკრაინის სახელმწიფოს გადაწყვეტილებით მფლობელობიდან ჩამოერთვა რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას.
2. ლავრა არ გადაკეთებულა მუზეუმად. ლავრას ისედაც მუზეუმის სტატუსი აქვს ათწლეულებია.
3. ლავრიდან არავის არ ყრიან, ლავრას უბრალოდ ტოვებენ ის მონაზვნები, რომლებმაც უარი განაცხადეს უკრაინაში არსებულ ავტოკეფალურ ეკლესიაზე და სურთ დარჩნენ რუსეთის ეკლესიის წიაღში.
სულ ესაა და არ აყვეთ რუსულ პროპაგანდას!
უკრაინა გაიმარჯვებს!“ – წერს დედა სიდონია.
შეგახსენებთ, 10 მარტს ცნობილი გახდა, რომ მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენლებმა კიევ-პეჩორის ლავრის ტერიტორია 29 მარტამდე უნდა დატოვონ. ვადა დღეს ამოიწურა. უკრაინის მთავრობის აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ რუსეთის ეკლესიის აღშფოთება გამოიწვია.