ლადო აფხაზავას უკრაინაში მებრძოლმა მასწავლებლებმა დროშა გამოუგზავნეს – ამის შესახებ სოფელ ჩიბათის მასწავლებელი სოციალურ ქსელში წერს. ლადო აფხაზავა რამდენიმე დღეა, უკრაინაში იმყოფება და უკრაინელ კოლეგებს ხვდება. ერთი წლის წინ, ლადო აფხაზავამ მილიო დოლარამდე შეაგროვა და უკრაინას გაუგზავნა:
”დღეს რამდენიმე ასეულ უკრაინელ კოლეგას შევხვდი კიევში, ბევრჯერ მომერია ცრემლიც, თუმცა იმან, რაც შეხვედრის ბოლოს მოხდა, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.
ბრძოლის ველიდან უკრაინის დროშა გამომიგზავნეს იმ მასწავლებილებმა , რომლებიც ამ წუთებშიც იცავენ სამშობლოს, დაუღალავად იბრძვიან უკრაინისათვის, ოჯახებისთვის, მიწის ყოველი გოჯისათვის. დროშა Леся Харітоненко გადმომცა , უკრაინულ ენაზე საუბრობდა და ყველაზე ბოლოს გავიგე ყველაფერი. მასწავლებლები, რომლებიც ყველაზე რთულ და საჭირო გაკვეთილებს ატარებენ დღეს უკრაინაში, არა მხოლოდ უკრაინისათვის, მსოფლიოსათვის იბრძვიან, ჩვენთვის, ყველასთვის. ენით უთქმელი მადლობა მათ ამისთვის! ქედს ვიხრი თითოეული მათგანის წინაშე. ეს არის მაგალითი სწორედ იმის, რომ შეასრულო და გააკეთო ის, რასაც გაკვეთლზე წიგნებით ასწავლი. დიდება უკრაინას! დიდება უკრაინელ მასწავლებლებს მთელი მსოფლიოსათვის ჩატარებული საუკეთესო გაკვეთილებისათვის! დიდება და გამარჯვება უკრაინას!” წერს აფხაზავა სოციალურ ქსელში.
Сьогодні я зустрівся з кількома сотнями українських колег у Києві, багато разів я проливав сльози, але те, що сталося в кінці зустрічі, перевершило всі очікування.
Український прапор прислали мені з поля бою ті вчителі, які й у цю хвилину захищають рідну землю, невтомно борються за Україну, за свої родини, за кожен куточок землі. Леся Харітоненко подала мені прапорець, вона заговорила українською, і я нарешті все зрозумів. Вчителі, які сьогодні викладають найважчі та найпотрібніші уроки в Україні, борються не лише за Україну, а за світ, за нас, за всіх. Невимовне спасибі їм за це! Я вклоняюся перед кожним із них. Це приклад виконання саме того, чого вчать у підручниках. Слава Україні! Слава українським вчителям за найкращі уроки для всього світу! Слава і перемога Україні!