17 წლის ასაკში ნინო (მისი ნამდვილი სახელი არ არის) შეუერთდა „ქართული ოცნების“ ახალგაზრდულ ფრთას და არჩევნებამდე მმართველ პარტიაში მუშაობდა. სამთვიანმა მუშაობამ მანიპულაციისთვის სოციალურ მედიაში, ტყუილმა, არშესრულებულმა დაპირებებმა და დაღლილობამ იმედგაცრუებული დატოვა – ამ ინფორმაციას OC-MEDIA ავრცელებს და ახალგაზრდა “ტროლის” შესახებ სტატიას აქვეყნებს.
ახალგაზრდა გოგო ამბობს, რომ გასული წლის სექტემბერში მისმა მეგობარმა უთხრა, რომ რუსთავში „ქართული ოცნების“ ახალგაზრდულ ფრთაში იწვევდნენ და თავადაც გადავწყვიტა გაწევრიანება.
“კარგი შესაძლებლობა მეჩვენა: მე ვისწავლიდი რაიმე ახალს და მივიღებდი სამუშაო გამოცდილებას.
გვპირდებოდნენ ხელფასს 300-დან 400 ლარამდე (110-150 აშშ დოლარი) თვეში” – ამბობს 17 წლის მოზარდი.
“როდესაც 2022 წლის იანვარში მივედი, რეალობა სრულიად განსხვავებული იყო იმისგან, რასაც წარმოვიდგენდი და ეს მდგომარეობა მომდევნო თვეებში კიდევ უფრო გაუარესდა. იმ სამი თვის განმავლობაში, როდესაც „ქართულ ოცნებაში“ ვმუშაობდი, აღმოვაჩინე, რომ თითქმის ყველაფერს გატყუებდნენ”
ოპოზიციის დატროლვა
როდესაც “ქართული ოცნების” პარტიაში მივედი, აღმოვაჩინე, რომ ყველა გოგო დაახლოებით ჩემი ასაკის იყო. ყველა სასიამოვნო და ლამაზი. ჩვენი მთავარი ამოცანა იყო „ქართული ოცნების“ ხმების უზრუნველყოფა რუსთავში მოახლოებული შუალედური არჩევნების წინ, მაგრამ ის, თუ როგორ გვაკეთებინებდნენ ამას, ზოგჯერ ძალიან უცნაური იყო.
პირველად რომ მივედით, პრაქტიკულად არავინ მოგვაქცია ყურადღება – არც რუსთავის ახალგაზრდული ფრთის ხელმძღვანელმა და არც თბილისიდან ჩამოსულმა პარტიის წარმომადგენლებმა. გაგვეცნენ და ისაუბრეს საკუთარ თავზე, მაგრამ ჩვენთან არ ურთიერთობდნენ.
დავყავით ჯგუფებად: თითოეულ ჯგუფს ჰყავდა ლიდერი – ჩვენსას ლაზარე ერქვა. რადგან ყველა გოგოები ვიყავით, მან „ლაზარეს ანგელოზები“ დაგვიძახა და ჩვენი გუნდის მესენჯერს იგივე სახელი დაარქვეს. თავიდან გვითხრეს, რომ მთელი ჩვენი სამუშაო სივრცე სოციალურ პლატფორმაზე იქნებოდა. ჩვენ არ შეგვიქმნია ყალბი პროფილები – ყველაფერი გამოვაქვეყნეთ ჩვენი საკუთარი მესენჯერისა და Facebook-ის ანგარიშებიდან.
მითითებები დაგვიწყეს: მაგალითად, გვთხოვეს, გამოგვექვეყნებინა ლურჯი გულები ქართული ოცნების ან მხარდამჭერი პოსტების ქვეშ, მოიწონეთ ეს პოსტები, გამოგვეყენებინა ჰეშთეგები, წარმატებები ვუსურვოთ კანდიდატებს არჩევნებში და გავაზიაროთ პოსტები ჩვენს გვერდებზე. ეს ყველაფერი იმისთვის, რომ ის რაღაც ახალგაზრდულ ფლეშმობად გამოიყურებოდეს.
ოპოზიციის დაცინვაც მოგვიწია: ჩვენს ჯგუფს მიხეილ სააკაშვილის პოსტების ქვეშ კომენტარის გაკეთება დაავალეს – გვითხრეს, რომ „ჰაჰა“-ით გამოვეხმაუროთ და დავწეროთ რამე მის დასამცირებლად ან შესარცხვენად.
ჯგუფში ყველამ მაშინვე გააკეთა ის, რაც ლაზარემ სთხოვა, მაგრამ მე უარი ვუთხარი. მე ვთქვი, რომ ჩვენი მოვალეობები არ მოიცავდა ბოროტებას სხვა ადამიანების მიმართ.
ლაზარე არ მაიძულებდა გამომექვეყნებინა და პირდაპირ არ შეეხო ამ საკითხს, მაგრამ გაბრაზდა. მას აინტერესებდა, რა პრობლემა იყო – რატომ არ დავწერე “ემოჯი” მიშას პოსტის ქვეშ? მაგრამ ეს იყო ის, რასაც მე არ გავაკეთებდი. როგორ შემეძლო ადამიანის დაცინვა? და განსაკუთრებით სხვისი ბრძანებით.
მეგობრების, ოჯახის წევრებისა და მეზობლების მობილიზება
სოციალურ მედიაში ჩვენი მუშაობის გარდა, ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა იყო ხმების მობილიზება, როგორც უცხო ადამიანებისგან, ასევე, ჩვენი მეგობრებისა და ოჯახის წევრებისგან.
მახსოვს, გვითხრეს, შეგვეგროვებინა 30 ახლობელი ადამიანის მონაცემები, რომლებიც აუცილებლად აპირებდნენ ხმის მიცემას „ქართულ ოცნებისთვი“.
წლის დასაწყისში ისინი იყენებდნენ ტაქტიკას, აკაკუნებდნენ კარებზე კორპუსებში და ეკითხებოდნენ ხალხს, ვისთვის უნდა მიეცათ ხმა. მათ გააცნობიერეს, რომ ეს ტაქტიკა არასანდო იყო, ამიტომ გადაწყვიტეს რაიმე ახალი ეცადათ ჩვენთან ერთად.
უნდოდათ, ჩვენი ოჯახისა და მეგობრების მონაცემები შეგვეგროვებინა და გვითხრეს, თუ 2 კვირაში 30 ადამიანის მონაცემებს შევაგროვებთ, რომლებიც აუცილებლად მისცემდნენ ხმას „ქართულ ოცნებას“ ოცნებას, ხელფასს მოგვცემენ. მოგვიწია მათი სახელისა და გვარის, პირადობის მოწმობის, ტელეფონის ნომრისა და მისამართის შეგროვება და მიწოდება.
ჩემს ნათესავებს ვთხოვე კითხვარის შევსება, მაგრამ მათ სიცილით თქვეს, რომ არ აპირებდნენ ხმის მიცემას „ქართული ოცნებისთვის“, ამიტომ მათი პირადი მონაცემები ვერ გავიგე. სხვა გოგოებმა დაიწყეს მოტყუება, ფურცლების შევსება უცნობი ადამიანების სახელებით ან მათ მიერ გამოგონილი სახელებით.
შემდეგ მოგვცეს იმ ადამიანების სიები, რომელთა მონაცემები შეგროვდა ჩვენ უნდა შეგვეტანა ინფორმაცია კომპიუტერულ სისტემაში.
ჩვენთვის უნდა გადაეხადათ 50 ₾ ($18) ამ სამუშაოში, რომელიც სამი დღის განმავლობაში გავწიეთ, მაგრამ ჩვენი ჯგუფის არცერთ წევრს ხელფასი არ მიუღია. გადაუხადეს კიდევ ერთი ჯგუფის წევრებს, რაც მხოლოდ მეგობრებისგან გავიგეთ.
ერთი დღეც იმავე კორპუსში ქოლ-ცენტრში ვმუშაობდით. ჩვენ დავურეკეთ რუსთავში მცხოვრებ ხალხს და ვკითხეთ, ვის მისცეს ხმა. ზოგი მშვიდად რეაგირებდა, ზოგიც გაბრაზდა და ამბობდა, რომ ეს ჩვენი საქმე არ არის.
ზოგჯერ ამავე შენობაში სკოლის მასწავლებლებსაც აგროვებდნენ. მიჰყავდათ ოფისში “ახალ პროექტებზე” სასაუბროდ. ისინი ყველა მეორე სართულზე გადაიყვანეს და როცა სამუშაოდ ავედით, თანამშრომლებმა ძალიან უხეშად აგვიხსნეს, რომ იქ არ გვიშვებდნენ და გვაიძულეს, სწრაფად ჩავსულიყავით ქვემოთ.
საბოლოო ჯამში, შუალედურ არჩევნებში ხმების 90%-ით გაიმარჯვა „ქართული ოცნების“ კანდიდატმა, ირაკლი შატაკიშვილმა. [ რედ. შენიშვნა – რუსთავისა და გარდაბნის 10 თემის მაჟორიტარი დეპუტატი, პარლამენტის წევრი] ~
დარღვეული დაპირებები და არგაცემული ხელფასი
ჩემს ჯგუფში 28 გოგო იყო და ხელმძღვანელმა გვითხრა, რომ ყოველდღე 14-მდე მაინც უნდა ვყოფილიყავით.
გვპირდებოდნენ 300-400 ლარს თვეში, რაც არ არის ცუდი პირველი სამუშაოსთვის, განსაკუთრებით რუსთავში. მაგრამ ესეც ტყუილი აღმოჩნდა. ბოლოს სულ რაღაც 100 ლარი (36$) გადაგვიხადეს თითოეულს მთელი სამი თვის განმავლობაში, თუმცა ისე უხერხულად და გაბრაზებულად მოგვცეს, გეგონებოდათ, ორმაგ ხელფასს ვითხოვდით, რასაც გვპირდებოდნენ.
ჩვენი გუნდის ლიდერი გაბრაზებული იყო, როდესაც ჩვენ მას ამის შესახებ დავუპირისპირდით და ცალსახად ავუხსენით, რომ მას ასევე ჰყავდა ბოსი, ასე რომ, ეს მისი ბრალი არ იყო. მაგრამ მეგობრებისგან ვიცოდით, რომ „ქართული ოცნების“ სხვა ახალგაზრდულ ჯგუფებს რუსთავში გადაუხადეს 300 ლარი (110 დოლარი).
მაგრამ საბოლოოდ, ჩვენ ვერაფერს გავხდით. ჩვენ ხელშეკრულება არ გვქონდა გაფორმებული და თავიდანვე თქვეს, რადგან მუშაობას ვიწყებდით, ხელფასს მოგვიანებით ავიღებდით. იმ დროს ეს ნორმალურად მეჩვენებოდა. აქამდე სამსახური არასდროს მქონია, ამიტომ მხოლოდ მაშინ, როცა ყველა დაპირება დაარღვიეს, მივხვდი, რატომ იყო ეს დოკუმენტები მნიშვნელოვანი.
თავს მოტყუებულად ვგრძნობდი, მაგრამ ვერაფერს ვაკეთებდი.
“ასე დასრულდა ჩემი დრო „ქართული ოცნების“ ოფისებში – ხელშეკრულების გარეშე, 100 ლარის ანაზღაურებით სამთვიან სრულ განაკვეთზე მუშაობისთვის” – ამბობს იმედგაცრუებული 17 წლის გოგო, რომელმაც პირველი სამსახური “ქართული ოცნების” ოფისში, ტროლად მუშაობით დაიწყო.