კლინიკა „ვივამედის“ გენერალურმა დირექტორმა, ნინო ნადირაძემ „იმედი LIVE“ – ის ეთერში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარების საკითხზე ისაუბრა.
ნადირაძის თქმით, ყოველი დღე არის ჩვენი დაუსრულებელი ომი და ბრძოლა, რომ სააკაშვილს სიკვდილთან თამაში გადააფიქრებინონ.
„როდესაც პაციენტთან პატარა გაუმჯობესება გვაქვს, ყველას გვიხარია – ჩვენც და პაციენტსაც. თითოეული შენარჩუნებული გრამიც რომ იყოს ნამატი, ამის თქმაც გვეშინია, რადგან ეს აღიქმება საშინლად მძიმედ და აღარ ვიცით, რა გაგვიხარდეს – კარგად ყოფნა თუ ცუდად ყოფნა. ისეთი დილემის წინაშე დავდექით მთელი კოლექტივი, რომ ასეთ მოცემულობასთან საქმე არასდროს გვქონია“, – განაცხადა ნადირაძემ.