შვილად აყვანის წესი გურიაში

შვილად აყვანა გურიის ტრადიციული საოჯახო სამართლის ერთ-ერთი უძველესი ინსტიტუტია, რომელსაც მრავალშვილიანი ოჯახებიც კი იცავდნენ. სავარაუდოდ ეს ტრადიცია ქრისტიანობამდელი გახლდათ, რადგანაც მისი წესები გარკვეულწილად არქაულ ელემენტებსაც შეიცავს.
.
შვილება ხდებოდა როგორც არასრულწლოვანის ისე სრულწლოვანისაც. სრულწლოვანების შემთხვევაში მშობლების არჩევას და შვილად აყვანის თხოვნის უფლება ჰქონდა თავად გასაშვილებელსაც, რომელიც ამ თხოვნით მიმართავდა ქალს და არა ოჯახის უფროს მამაკაცს, შვილად აყვანა კი ხდებოდა მხოლოდ ქალის თანხმობით. შვილად აყვანილი სარგებლობდა ყველა იმ უფლებით და ჰქონდა ყველა ის ვალდებულება რაც გააჩნდათ შვილებს. სრულწლოვანის შვილად აყვანის წესი აღწერილი აქვს ნიკოლოზ დუნკელ-ველინგს.
.
„უცხოელებში დიდ გაოცებას იწვევს გურიაში არსებული შვილების ჩვეულება, რომლის მიხედვითაც ყველა გურულს უფლება აქვს სთხოვოს მისთვის განსაკუთრებულად პატივსაცემ ქალს იშვილოს იგი. შვილების ჩვეულება იწყება რამდენიმე დღიანი მარხვითა და ლოცვით, რომლის შემდეგ ოჯახის წევრებისა და ახლობლების თანდასწრებით გასაშვილებელი ძუძუს წოვს მის მიერ არჩეულ დედას.
.
ასეთი ნათესაობას გურულები ძალიან აფასებენ და უფრთხილდებიან, ამის შემდეგ არ შეილება იყოს არანაირი სხეულებრივი კავშირი, როგორც მათ ისე მათივე შთამომავალთა შორის.
.
ყოფილა შემთხვევები, როცა მშვილებელი ქალის მოთხოვნით განსაკუთრებით ბოროტი ყაჩაღებიც კი ბარდებოდნენ მართლმსაჯულებას და ემორჩილებოდნენ თავიანთ ბედს. მაგრამ როგორც ჩანს ეს წესჩვეულება უკვე კარგავს ძალას და ადგილს უთმობს მარჩენალისა და სარჩენის ურთიერთობიდან გამომდინარე ნათესავობას. არც ერთ ხალხში დედის რძით ძმა ან და ისეთი უფლებებით არ სარგებლობს, როგორიც მათ გურიაში აქვთ.“ (დუნკელ-ველინგი).
.
შვილად აყვანის შემდეგ ღალატი ან ოჯახის წევრისთვის შეუფერებელი საქციელი ოჯახური სიწმინდის შემბღალველისათვის დიდი უბედურების მომტანად ითვლებოდა, ამასთანავე მისი საზოგადოებიდან განკვეთაც ხდებოდა. ვასილი პოტო თავის ნაშრომში აღწერს ქაიხოსრო გურიელის მიერ ასკანის ციხის აღებას, რად როსაც ეხება გურიაში შვილად აყვანის ტრადიციასაც. ასკანის ციხე ასკანის მოურავს დავით ასათიანს ეკავა, რომელიც გურიელებს არ ემორჩლებოდა. დავით ასათიანი თავად ბერიძეს ყოლია ნაშვილები. ქაიხოსროს ბერიძე მიუგზავნია – „ბერიძეს, რომელიც ახალგაზრდობიდან პატივსცემდა მშობლიურ წესჩვეულებებს ვერ დაეჯერებინა, რომ თავადი ტ.დ.-ს რომელსაც ნაშვილები ყავდა ასათიანი, შეეძლო ეღალატა მარადიული და წმინდა სულიერი ნათესაური ვალდებულებებისათვის, მაგრამ ნანახი თავადვე ადასტურებდა თავის სინამდვილეს. მძიმე შინაგანი განცდების დათრგუნვის შემდეგ, ბერიძემ მოისმინა რა უნდა მოემოქმედნა, მერე მდუმარედ მოისხა მხრებზე ნაბადი, სახე ყაბალახით დაიფარა და თავის რამდენიმე მეგობართან ერთად დავალების შეასრულებლად წავიდა.“ (პოტო)
.
ენდო ბერიძეს ასათიანი და გამოვიდა ალყაშემორტყმული ასკანის ციხიდან და ესროლეს, მძიმედ დაჭრილი ასათიანი ციხეში შეიყვანეს. ამის შემდეგ ასკანის ციხე მალევე აიღო ქაიხოსრომ, წესის დამრღვევი და შვილის მოღალატე ბერიძე კი ასკანის ციხის აღებამდე გარდაიცვალა – „დამნაშავე ბერიძემ სასიხარულო ცნობამდე ვეღარ იცოცხლა, იგი ასკანის დაცემის წინა დღით მოკვდა“ (პოტო).
.
Каказ 1853 г. №77; 78;82; 87; 1854 №10; Н. Дункель-Веллинг „Изъ Записокъ о Гуріи“;
Василий Потто – Кавказская война. Том 2;
შეიძლება იყოს 1 ადამიანი, ბავშვი and მდგომარე გამოსახულება
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share