პარლამენტარი თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში ახალ პოსტს აქვეყნებს.
ის თანაპარლამენტარს, „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილ წევრს, ხატია დეკანოიძეს აკრიტიკებს.
„ხატია დეკანოიძე გამოდის და საუბრობს ” მაშინ ყოფილი ხელისუფლების დროს მურუსიძე იყო სწორედ გირგვლიანის საქმეზე, ეს იყო სწორედ ძალიან ცუდი და დიდი გარღვევა იყო ” ციტატის დასასრული……. გარღვევა იყო აბა რა და ამას გავყვიროდით სწორედ მაშინ ოპოზიციაში რომ ვიყავი ( ბევრი სხვა ) და მე პირადად… და კიდევ “გარღვევა” ის იყო პოლიციის მაღალჩინოსანს ხმა რომ არ ამოუღია , ( არადა ვალდებული იყო)მეტიც “გაპრავება”ისე, როგორც დეკანოიძე ახერხებდა მაშინ იმ უწყებაში. ეს არის “გარღვევა” ,მხოლოდ მურუსიძე არა !! ვახ, დავიღალეთ რა მუდამ “სხვის გარღვევაზე” საუბრით და “შეხოცვით”! ყველამ თავისი პასუხისმგებლობა იგრძნოს, ნუ “სათვალის” გაკეთება და თითის გაშვერა მხოლოდ სხვისკენ, პასუხისმგებლობას ხომ არ გხსნით ?! თუ ფიქრობ რომ “გარღვევა” იყო და მაშინდელს ებრძვი ახლა , მაშინ “პატარა” ბოდიშიც მოაყოლე, ცუდია “გატრუნული” რომ “ვკვებავდი” მურუსიძის სისტემას “გაპრავებით” თქო ,ნუ რაღაც თქვი რა….. მოკლედ ცუდია , ბავშვობაშიც მახსოვს ცუდი სახელი ერქვა ” ოსტატურად” მხოლოდ სხვაზე გადაბრალებას და თავის დაძვრენას!“ ,- წერს ჩარკვიანი.