იტალიამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. მდგომარეობა დაახლოებით 6 თვე გაგრძელდება და სამხრეთ რეგიონებისთვის, რომლებიც ყველაზე მეტად დაზარალებულად ითვლებიან, 5 მილიონი ევროს დახმარება გამოიყოფა.
საგანგებო მდგომარეობა ხმელთაშუა ზღვაში ნაკადების “მკვეთრი ზრდის” გამო გამოცხადდა. მიგრანტები ქვეყანაში შეღწევას გემებით ცდილობენ, რაც ხშირად მთავრდება მსხვერპლით.
ცნობილია, რომ თანხა მიგრანტებისთვის ახალი მიღების ცენტრების შექმნას ითვალისწინებს, საგანგებო მდგომარეობა კი ხელისუფლებას მისცემს საშუალებას უფრო სწრაფად გააბრუნონ უკან ის ადამიანები, რომლებსაც იტალიაში დარჩენის უფლება არ აქვთ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემები აჩვენებს, რომ იტალიაში წელს 31 000-ზე მეტი მიგრანტი ჩავიდა, გასული წლის იმავე პერიოდში ეს რიცხვი დაახლოებით 7 900 იყო.