პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი BBC-ს ჟურნალისტურ გამოძიებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, ე.წ. ქოლცენტრების თაღლითურ სქემაში თავდაცვის ყოფილი მინისტრი, დავით კეზერაშვილიც ფიგურირებს.
პაპუაშვილის თქმით, კეზერაშვილი საქართველოს უნდა გადმოეცეს.
„კეზერაშვილის წინააღმდეგ გამოსულია სისხლის სამართლის განაჩენი. 5 წელი აქვს მას შეფარდებული ჯარისკაცების ფულის მოპარვისთვის. დღეს ასევე “ბიბისის” მედია გამოძიების შედეგად გაჩნდა ეჭვი, რომ კეზერაშვილი ევროპელი პენსიონერების თაღლითურად გაძარცვაში მხილებული.
ჯარისკაცების მოპარული ფულით და ზოგადად მოპარული ფულით, დღეს კეზერაშვილი აფინანსებს ქართულ მედიას, პოლიტაკას და არასამათავრობო ორგანიზიაციებს.
ჩემი, როგორც საქართველოს მოქალაქის სურვილია, რომ ადამიანს, რომელსაც მისჯილი აქვს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა საქართველოში, სასჯელი მოიხადოს საქართველოში. ისევე როგორც სხვა დამნაშავეები წინა რეჟიმის, რომელიც სხვა ქვენებს აფარებენ თავს, მათ შორის არის ზურაბ ადეიშვილი.
სამწუხაროა, რომ კეზერაშვილი არის შეფარებული ევროპულ; ქვეყნებს და იქიდან ურევს სიტუაციას საქართველოში. იმედი მაქვს რომ კეზერაშვილი გადმოეცემა საქართველოს იმისთის, რომ მოიხადოს სასჯელი ” , – განაცხადა პაპუაშვილმა.