“მინდა მივმართო ქართველ ხალხს….თუ მიხეილ სააკაშვილს რამე დაემართება….ვერ შეხვალთ ევროპაში”- ბერნარ-ანრი ლევი

ფრანგი ინტელექტუალი, პოლიტიკური ფილოსოფოსი და მწერალი ბერნარ-ანრი ლევიმ ვარშავაში გამართულ დაჯილდოების ცერემონიალზე, სადაც საქართველოს მესამე პრეზიდენტს პოლონეთის ერთ-ერთი უმაღლესი ჯილდო გადასცეს ქართველ ხალს მიმართა. მან თქვა, რომ თუ მიხეილ სააკაშვილს რამე დაემართება, ქვეყანა ევროკავშირში ვერ შევა და ხელისუფლების შეცდომების გამო დღევანდელი შანსი დაიკარგება.

“ის ახლა დატყვევებულია, როგორც ბერძენი პრომეთე. ვგრძნობ მის იარებს, როდესაც მის წერილებს ვკითხულობ, იარებს, რომლებიც მას თანდათან კლავს. მინდა მივმართო და გავაფრთხილო ქართველი ხალხი, ის ადამიანები, რომლებსაც აქვთ იმედი ევროპაში გაწევრიანების. უნდა იცოდეთ, რომ თუ მიხეილ სააკაშვილს რამე დაემართება, თქვენ ვერ შეხვალთ ევროპაში, უნდა იცოდეთ, რომ თქვენი დღევანდელი ხელისუფლების შეცდომების გამო ევროკავშირში გაწევრიანების შანსი დაიკარება. უნდა იცოდეთ, რომ თუ უარესი მოხდება, ყველაფერი დამთავრდება. მინდა მივმართო ყველას, ვინც პირდაპირ კავშირშია ამასთან, პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, ოლიგარქ ივანიშვილის, რომელიც ყველამ ვიცით, რომ სინამდვილეში ამ ყველაფრის თავშია, უნდა იცოდეთ, რომ გასაქცევი გზა აღარ დაგრჩებათ, უნდა იცოდეთ, რომ თავისუფალ სამყაროში, ევროპასა და ამერიკაში დაგაკავებენ იმის გამო, რაც შეიძლება დაემართოს სააკაშვილს. ისინი, ვინც გარისკავენ და დაუშვებენ მის სიკვდილს, პუტინის თანამზრახველები იქნებიან”, – თქვა ბერნარ ანრი ლევიმ.

ცნობისთვის, 12 აპრილს საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს პოლონეთმა ლეხ კაჩინსკის სახელობის პრომეთეს სახელობის ჯილდო გადასცა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share