დღეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე კვლავ ხმაური იყო.
სიტყვიერი დაპირისპირება 2022 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშთან დაკავშირებულ საკითხს მოჰყვა.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა თათია ნიკოლაშვილმა აღნიშნული ანგარიში გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ბიუჯეტი წარუმატებელია, რადგან მისი მხოლოდ 72 პროცენტია შესრულებული, მათ შორის ინფრასტრუქტურის ნაწილი 60 პროცენტით იქნა ათვისებული, მაშინ, როცა ადმინისტრაციული ხარჯები ანუ ხელფასების ნაწილი მუნიციპალიტეტმა 92 პროცენტით აითვისა.
უმრავლესობამ აღნიშნულ შეფასებაა სიცრუე უწოდა.
“ქართული ოცნების” განცხადებით, ოპოზიცია საკრებულოს მუშაობაში, ბიუჯეტის დაგეგმვასა და მასთან დაკავშირებულ განხილვებში მონაწილეობას არ იღებს და შემდეგ, მხოლოდ, დესტრუქციულ ქმედებებს მიმართავს.