საყოფაცხოვრებო ქიმიკატების გერმანული გიგანტი „ჰენკელი“ რუსეთში ბიზნესს აჩერებს, – ამის შესახებ კონცერნმა განცხადება კორპორატიულ ვებსაიტზე გამოაქვეყნა.
„ჰენკელი გმობს რუსეთის აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ და ძალადობას უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ“, – ამბობს განცხადებაში კომპანიის თავმჯდომარე კარსტენ კნობელი.
აღსანიშნავია, რომ რუსეთში „ჰენკელის“ აქტივების ღირებულება 500 მილიონ ევროზე მეტია.