ოზურგეთში უახლოეს მომავალში შსს საპატრულო სამსახურისათვის ახალი ოფისი აშენდება და მასთან ერთად შენობაში მანდატურის სამსახური და გურიის გარემოს დაცვის დეპარტამენტი განთავსდება.
ამ მიზნით ოზურგეთის მუნიციპალურმა საკრებულომ მიწის ნაკვეთი ქალაქ ოზურგეთში, წერეთლის ქუჩაზე უკვე გამოყო.
ამის შესახებ გადაწყვეტილება საკრებულოში დღეს მიიღეს.
საკრებულოს გადაწყვეტილებით, აღნიშნული ნახევარი ჰექტარი მიწა (5,500 კვ.მ -დანიშნულება არასასოფლო სამეურნეო), მუნიციპალური საკუთრებიდან სახელმწიფო საკუთრებაში გადასცეს.
“ოზურგეთის მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული, ქალაქ ოზურგეთში, წერეთლის ქუცაზე მდებარე უძრავი ქონება, 5,500 კვ.მ -დანიშნულება არასასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთი, გადაეხეს უსასყიდლოდ, საკუთრებაში, სახელმწიფოს შემდგომში შინაგან საქმეტა სამინისტროსათვის გადასაცემად.”
ნათქვამია დღეს მიღებულ ოზურგეთის საკრებულოს გადაწყვეტილებაში.
დაზუსტებისათვის-აღნიშნული ტერიტორია მდებარეობს სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ახალი ოფისის გვერდით, ჩასასვლელში.
სავარაუდოდ მშენებლობა მომავალი წლიდან დაიწყება და 2025 წლისათვის დასრულდება.
დღეისათვის საპატრულო პოლიცია ოზურგეთის იუსტიციის სახლის მარცხენა ფლიგელშია განთავსებული.
თუ რა საჭიროებებმა განაპირობა მისთვის ახალი ოფისის მშენებლობა უცნობია.
ადგილი, რომელიც გამოიყო საპატრულო პოლიციის ახალი ოფისის მშენებლობისათვის იდეალურია პარკის ანაც სპორტული ინფრასტრუქტურისათვის.