“მოლოდინი მაქვს….რომ სტრასბურგიდან დაკმაყოფილდეს ჩვენი თხოვნა”-გიული ალასანია

საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედის, გიული ალასანიას განცხადებით, პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა.

ალასანიას თქმით, მოლოდინი აქვს, რომ სტრასბურგის სასამართლო დააკმაყოფილებს მესამე პრეზიდენტისათვის სასჯელის გადავადების მოთხოვნას.

„სიცხეები ისევ არის, წნევა მაღალი არის, გადაადგილება, რა თქმა უნდა, ძალიან უჭირს, იმიტომ რომ კუნთის ნასახი არ აქვს და როგორ უნდა გადაადგილდეს? თმები აღარ აქვს აბსოლუტურად, დაცვივდა… ვითხოვთ რომ დროებით გადაიდოს ამ იურიდიული საქმეების განხილვა და მიეცეს შესაძლებლობა ადამიანს, რომ აღიდგინოს თავისი ჯანმრთელობა. მოლოდინი მაქვს, რომ სტრასბურგიდან დაკმაყოფილდეს ჩვენი თხოვნა. რა იქნება, რა შედეგს მივიღებთ, არ ვიცი“, – განაცხადა გიული ალასანიამ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share