პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ანგარიშის წარდგენისას ისევ წინა ხელისუფლება ლანძღა და თქვა, რომ “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები ადამიანის უფლებებზე საუბარს “არ უნდა ბედავდნენ”.
“2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნები იყო გარდამტეხი ცვლილებები, რამაც მთელ მსოფლიოს დაანახა, რომ ეს დიქტატორული რეჟიმი დასრულდა საქართველოში, ხალხმა ამოისუნთქა. არ მოსწონთ მათი მძიმე ხელწერის შეხსენება, მაგრამ კიდევ შევახსენებ – პირველ ოქტომბრამდე არათუ თავისუფალი მედია არ არსებობდა, არც სასამართლო არ არსებობდა, არავითარი ნიშანწყალი საერთოდ, აქ დღითიდღე დაკანონებული იყო დიქტატურა და ავტორიტარული რეჟიმი ერთი მანიაკი ადამიანის და მისი დანაშაულებრივი გუნდის. ყოველდღე ტანჯავდნენ, აწამებდნენ, კლავდნენ ჩვენს მოქალაქეებს. რა მდგომარეობა იყო არ გახსოვთ? რა ადამიანის უფლებებზე გველაპარაკებიან ეს ადამიანები? რა მორალი გაქვთ საერთოდ? როგორ ბედავთ მაგას საერთოდ, რომ ჩვენ გვახსენებთ ადამიანის უფლებებს?!”, – მიმართ ღარიბაშვილმა ოპოზიციას.