თურქი ისტორიკოსის ფაჰრეთთინ ქირზიოღლუს ნაშრომის “ოსმალეთის მიერ კავკასიის დაპყრობა” (1451-1590) მიხედვით 1579 წელს გურიას ზღვიდან თავს დაესხა, ოსმალეთის სულთნის მურად მესამის ადმირალი – ქილიჩ ალი ფაშა (Këllëç Ali Pasha), რომლის ხელობაც იმავდროულად მეკობრეობაც გახლდათ. ფაშა თავს ესხმოდა ხმელთაშუა ზღვის სანაპიროებსა და კუნძულებს, ისევე როგორც შავი ზღვის სანაპირო ქვეყნებს.
.
ასევე თურქული წყაროების მიხედვით ფოთის ციხე ამავე ქილიჩ ალი ფაშას აუგია გურიაზე თავდასხმის წელსვე (1579 წელი). ფოთის სიმაგრე ოსმალებს ხისაგან აუშენებიათ, რადგანაც რიონის შესართავთან სიმაგრის ასაშენებლად ვარგისი ქვა ვერ უპოვიათ.
.
Prof. Dr. M. Fahrettin Kırzıoğlu – Osmanlılar’ın Kafkas Elleri’ni Fethi (1451-1590)
ინფორმაცია მომაწოდა ბატონმა გიორგი გრძელიძემ Giorgi Grdzelidze
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა