მიხეილ სააკაშვილის მიმართ დროებითი ღონისძიების გამოყენება – სტრასბურგის სასამართლოს დამატებით ინფორმაციის მიღება სურს

სტრასბურგის სასამართლო მიხეილ სააკაშვილის საჩივარს განიხილავს. “ნეტგაზეთს” ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეს-სამსახურში განუმარტეს, რომ გადაწყვეტილების მიღებამდე, გამოსცენ თუ არა დროებითი ღონისძიება, სასამართლოს სურს მოსარჩელისგან [სააკაშვილის მხარე] და საქართველოს მთავრობისგან რამდენიმე კითხვაზე პასუხის მიღებით დამატებითი ინფორმაცია მიიღოს.

 

11 აპრილს მესამე პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ განაცხადა, რომ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართეს.

 

“დროებითი გადავადება, არის ასეთი სურვილი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, რომ მიეცეს ადამიანს შესაძლებლობა, რომ აღიდგინოს ჯანმრთელობა. თუკი დარჩა მას ეს შანსი”, – თქვა მაშინ გიული ალასანიამ. საჩივრის დეტალებთან და შინაარსთან დაკავშირებით, სტრატეგიიდან გამომდინარე, დაცვის მხარე არ საუბრობს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share