ევროპის ჩემპიონატს ჭიდაობაში , რომელსაც ხორვატია, მისი დედაქალაწი ზაგრები მასპინძლობს, ხვალ ბერძნულ – რომაული სტილით მოჭიდავეები, მთელი ევროპიდან შეუერთდებიან.
საქართველო ევროპის პირვრლობაზე 10 სპორტსმენით ( სხვადასხვა წონით კატეგორიაში) იღებს მონაწილეობას.
ევროპაზე ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლად 77 კგ წონით კატეგორიაში, საქართველოს სახელით ოზურგეთელი იური ლომაძე ( მწვრთნელები ძმები ზურაბიანები).იბრძოლებს.
ლომაძემ 2020 წელს იტალიაში, რომში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მოპოვება შეძლო და ვიცე – ჩემპიონი გახდა.
წარმატებები ვუსურვოთ იურის და ვუგულშემატკივროთ!
საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების შემადგენლობა ევროპის 2023 წლის ჩემპიონატზე კი ასეთია :
55 კგ – ნუგზარ წურწუმია
60 კგ – ფრიდონ აბულაძე
63 კგ – ლერი აბულაძე
67 კგ – ჯონი ხეცურიანი
72 კგ – რამაზ ზოიძე
77 კგ – იური ლომაძე
82 კგ – გელა ბოლქვაძე
87 კგ – ლაშა გობაძე
97 კგ – რობერტ კობლიაშვილი
130 კგ – იაკობ ქაჯაია
მთავარი მწვრთნელი: ვლადიმერ გეგეშიძე
მწვრთნელები: ბექა როყვა, შალვა გადაბაძე, შმაგი სალთხუციშვილი
ექიმ-რეაბილიტოლოგი და ფიზიოთერაპევტი: ლაშა ღონღაძე, ალექსი ბუზალაძე