გბეგო ტოსსა-აჰოგნიგო ჟილბერტი-ეს ის ადამიანია, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ყველაზე მეტად ენდობა. ის წარმოშობით აფრიკიდანაა, ახლა რუსეთის მოქალაქეა და დღემდე მოსკოვში ცხოვრობს. მისია რეალურად აქტივები, რომლებსაც, პუტინის რუსეთში ბიძინა ივანიშვილისთვის სანდო პირი ფლობს.
ოლოგარქების დაუწერელი წესია, რომ არასდროს აფორმებენ ქონებას საკუთარ სახელზე და მუდმივად ეძებენ ფიქტიურ პირებს, რომლებზედაც მათ ქონებას აფორმებენ.
გაირკვა, რომ საქველმოქმედო ფონდ “ქართუ”-ში დაარსებისას 27 მილიონი ლარი ჩაიდო. საინტერესოა რისთვის?
დოკუმენტებში წერია, რომ ფონდის მიზანი ხელოვნებისა და კულტურის დარგების ხელშეწყობაა. ასევე სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბება და განვითარება.
ჩნდება მთავარი კითხვა-რა ინტერესი ჰქონდა აფრიკელ ბიზნესმენს, საქართველოში ხელოვნება, კულტურა და სამოქალაქო საზოგადოება განევითარებინა?
კითხვაზე ოფიციალური პასუხი არ არსებობს, თუმცა ჩნდება ეჭვი რომ ივანიშვილთან ერთად მან ეს ფონდი არაფორმალური გარიგებების, ფულის შესანახად და გასათეთრებლად გამოიყენა.
დიდი ალბათობით, სწორედ ეს არის ადამიანი, ვინც დღეს რუსეთში ივანიშვილის ფულის ფიქტიური მფლობელია.
ბიძინა ივანიშვილთან ერთად ფონდ ‘ქართუს” დამფუძნებელი და მილიარდერი ოლიგარქის დამალული მეგონარი, იტალიური ინტერპოლის ზებნილთა სიაში 2002 ერთად მეუღლესტან ერთად მოხვდა.
იტალიელმა სამართალდამცველებმა მაშინ დაადგინეს, რომ რუსული მაფიის 150-კაციანი დაჯგუფება კოსმეტიკური საშუალებებით ვაჭრობის საფარქვეშ რეალურად ნარკოტიკებსა და იარაღს ჰყიდდა. ამ ბინძურ ფულს კი, ევროპაში ათეთრებდა.
პოლიციის მონაცემებით, მხოლოდ სამ წლის განმავლობაში ნახევარ მილიარდ დოლარზე მეტის გათეთრება მოხდა.
ამ უმძიმეს დანაშაულში ბრალდებული იყო ასევე “ქართუს” დამფუძნებელი რუსეთში მოღვაწე აფრიკელი ბიზნესმენი.
ჩნდება კითხვა, რისთვის სჭირდებოდა ბიძინა ივანიშვილს საეჭვო და კრიმინალური წარსულის მქონე პარტნიორი საქველმოქმედო ფონდში დამფუძნებლად?
ამ შემთხვევაში არსებობს ერთი მარტივი პასუხი-ამ ნაბიჯით ბიძინა ივანიშვიულის აქვს გარანტირებული და უწყვეტი კავშირი მოსკოვთან.
ამით ივანიშვილს შეუძლია აკონტროლოს თავისი აქტივები რუსეთში, სანაცვლოდ კი მის პარტნიორს ქველმოქმედის სტატუსი აჩუქა.