„უმრავლესობას ოპოზიციის ეშინია და პარლამენტში არ მოდის“, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ „პალიტრას“ ეთერში განაცხადა.
ოპოზიციონერის თქმით, „ოცნებამ“ თავი შეირცხვინა და ისინი სასაცილოები არიან.
„რაც ამ კვირას ოპოზიციამ „ქართულ ოცნებას“ ჩავუტარეთ, საშინელი იყო და არასდროს დაავიწყდებათ. არ არსებობს, რომ საპარლამენტო უმრავლესობას პარლამენტისთვის ბოიკოტი გამოეცხადებინოს. უმრავლესობას ოპოზიციის ეშინია და პარლამენტში არ მოდის. თუ არ დარეგისტრირდი, არ ხარ ე.ი.
თავი შეირცხვინეს და სასაცილოები არიან. მეც მეცინება, როგორ გვთვლიან. დაგვინახავენ, ითვლიან, „ისევ მოსულან? კი მოსულან“. მანდატურები თითით ითვლიან. „ქართული ოცნების“ ოცნებაა, როდესაც ოპოზიცია შესვენებაზე გავა, ვინმე კიბეზე დაგორდეს, ან ფეხი მოიტეხოს, ან თავი, ან კორონა დაგვემართოს“, – აცხადებს რომან გოცირიძე.