ყინწვისში კეთილგონიერი ავაზაკის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი საბა ჟღენტი გარდაიცვალა. მიზეზი, სავარაუდოდ, გულის შეტევაა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი მრევლი ავრცელებს.
“საბას კოშკი დაობლდა… დიდი დანაკლისი ეკლესიისთვის, მრევლისთვის, ჩემთვის ყველამ იცოდა ჩემს გარშემო ჩემი დიდი პატივისცემა, სიყვარული, მეგობრობა თქვენს მიმართ… როცა ვინმე მაწყეინებდა, ჩამიხუტებდით, დამარიგებდით… სულ მეიმედებოდით… მახსოვს, კეხიჯვარში, მეუფემ შენიშვნა მომცა, მე არ მეკუთვნოდა ეს შენიშვნა და რომ ვერც ვუთხარი ცრემლები წამსკდა… თქვენ იყავით ვინც მანუგეშეთ, მომეფერეთ და რამდენი კიდევ ასეთი… ყინწვისს კიდევ ერთი საყრდენი გამოეცალა მშვიდობით არა… ნახვამდის”, – წერს მოქალაქე ლევან ყაულაშვილი.