ევროპის ყველა დედაქალაქი ერთმანეთს შესაძლოა, ჩქაროსნული მატარებლებით დაუკავშირდეს

ინიციატივის ავტორები ევროკომისიას მოუწოდებენ, შეიმუშაოს იურიდიულად სავალდებულო აქტი, რომ ყველა ევროპული დედაქალაქი ჩქაროსნულ სარკინიგზო ქსელებს დაუკავშირდეს, ხოლო ახალი ჩქაროსნული ხაზები აშენდეს იქ, სადაც ჯერ არ არსებობს.

ინიციატივის მხარდასაჭერად ევროპელებს ერთი წელი აქვთ. ევროკავშირის წევრ, მინიმუმ, 7 ქვეყანაში მილიონზე მეტი ხელმოწერის შეგროვების შემთახვევაში ევროკომისია ვალდებული იქნება, საკითხი განიხილოს და შესაბამისი კანონპროექტი შეიმუშაოს. შემდეგ კანონპროექტი ევროპარლამენტმა და ევროკავშირის საბჭოს დეპუტატებმა უნდა განიხილონ.

ამ ინოვაციის მთავარი მიზანი ახლომაგისტრალური ავიარეისების კომფორტული ალტერნატივის შექმნაა. ევროპის გარემოს დაცვის სააგენტოს ბოლო მოხსენების თანახმად, მატარებლით მგზავრობა თვითმფრინავით ფრენასთან შედარებით ეკოლოგიურად, თითქმის, ხუთჯერ სუფთაა.

ამ მხრივ ევროპის ქვეყნები სულ უფრო მეტად მოტივირებენ თავიანთ მოქალაქეებს, რომ მოგზაურობისთვის ეკოლოგიურად სუფთა საშუალება აირჩიონ. კერძოდ, დანია ქვეყნის აეროპორტებიდან ფრენების ყველა ბილეთზე სამგზავრო გადასახადის შემოღებას აპირებს. ასევე, საფრანგეთის ტრანსპორტის სამინისტრო გამოდის ინიციატივით, რომ 2024 წლიდან კერძო თვითმფრინავებით ფრენებზე დამატებითი გადასახადის შემოიღონ. ახალი გადასახადი არარეგულარულ კერძო ფრენებსა და რეისებზე უნდა გავრცელდეს, რომლის მგზავრების რაოდენობა ექვს კაცს არ აღემატება. ამასთან, გასული წლის დეკემბერში ქვეყანაში მოკლე დისტანციის შიდა ფრენები აიკრძალა. მალე სამუდამოდ გაუქმდება ყველა მარშრუტი, რომელზეც მატარებლით მგზავრობის დრო 2,5 საათს არ აღემატება. მაგალითად, გაუქმდება ფრენები პარიზი-ლიონისა და პარიზი-ბორდოს რეისებზე.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share