“უნდა მოვახერხოთ, რომ გავაგრძელოთ ეს პროცესი უკვე კონსტრუქციული დიალოგის ფორმატში” – თამარ გაბუნია აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტთან დაკავშირებულ საკითხზე

ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ პრო­ცე­სი გად­მო­ვი­დეს ისევ და და­უბ­რუნ­დეს კონ­სტრუქ­ცი­ულ ფორ­მატს, გა­და­ვი­ტა­ნოთ ეს სა­მუ­შაო ჯგუ­ფის ფორ­მატ­ში, რად­გან და­ნერგვის პრო­ცე­სი საკ­მა­ოდ რთუ­ლია, მწარ­მო­ე­ბე­ლი გარ­კვე­ულ რის­კებს იზი­ა­რებს. ახლა, აქ, ასე­თი და­ძა­ბუ­ლი ფონი არა­ვის­თვის ხელ­საყ­რე­ლი არ არის, – აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ, ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის პირ­ველ­მა მო­ად­გი­ლემ, თა­მარ გა­ბუ­ნი­ამ აქონ­დროპ­ლა­ზი­ის სამ­კურ­ნა­ლო მე­დი­კა­მენ­ტთან და­კავ­ში­რე­ბით სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და.

თა­მარ გა­ბუ­ნი­ამ აღ­ნიშ­ნა, რომ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია პრო­ცე­სი დი­ა­ლო­გის ფორ­მატ­ში გაგ­რძელ­დეს.

მი­სი­ვე თქმით, მშობ­ლე­ბი პრო­ცე­სებ­ში ჩარ­თუ­ლე­ბი იყ­ვნენ და ყვე­ლა ეტა­პი, რა­საც სა­მი­ნის­ტრო მწარ­მო­ე­ბელ­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბი­სას, ხა­რის­ხი­სა და ბავ­შვთა უსაფრ­თხო­ე­ბის გა­რან­ტი­ე­ბის მი­ღე­ბის­თვის გა­დი­ო­და, მათ­თვის ცნო­ბი­ლი იყო.

“ჩვენ ყვე­ლა ერ­თად მივ­დი­ო­დით აქამ­დე. სხვა ქვეყ­ნე­ბის მსგავ­სად, გა­ვი­ა­რეთ კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი, რა ფორ­მით აჯო­ბებს ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის გა­ფორ­მე­ბა, რომ ჩვენ გვქონ­დეს გა­რან­ტი­რე­ბუ­ლი ხა­რის­ხი, გა­რან­ტი­რე­ბუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბა ბავ­შვე­ბის­თვის და გრძელ­ვა­დი­ან პერ­სპექ­ტი­ვა­ში ვი­ცო­დეთ, რომ წამ­ლის მო­წო­დე­ბა გაგ­რძელ­დე­ბა, ან ის რის­კე­ბი, რაც შე­იძ­ლე­ბა მე­დი­კა­მენტს ჰქონ­დეს, ეს ჩვენ­თვი­საც ცნო­ბი­ლი იყოს.

ბევ­რი წლის მან­ძილ­ზე, ბევ­რი მე­დი­კა­მენ­ტი და ბევ­რი სერ­ვი­სი და­ფი­ნანსდა ამ ქვე­ყა­ნა­ში, მსგავ­სი ფონი ამ და­ფი­ნან­სე­ბას არ ქო­ნია. ეს არ არის ის გზა, რაც ჩვენ ზო­გა­დად, მიგ­ვიყ­ვანს სწორ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბამ­დე, მე­დი­კა­მენ­ტის, ან სერ­ვი­სის და­ფი­ნან­სე­ბის­თვის. პა­ცი­ენ­ტის უსაფრ­თხო­ე­ბა არის პირ­ვე­ლი. არ ავნო – ეს არის ფუნ­და­მენ­ტუ­რი პრინ­ცი­პი მე­დი­ცი­ნა­ში. ამი­ტომ პირ­ვე­ლი, რაც სა­მი­ნის­ტრომ გა­ა­კე­თა, მო­იკ­ვლია მო­ნა­ცე­მე­ბი, რა ვი­ცით ამ მე­დი­კა­მენტზე, გარ­და იმი­სა, რომ ეს 52-კვი­რი­ა­ნი კვლე­ვა ჩა­ტარ­და და გარ­კვე­უ­ლი პო­ტენ­ცი­ა­ლი ნამ­დვი­ლად აქვს. ად­ვო­კა­ცი­ის­თვის ევ­რო­პის იშ­ვი­ა­თი და­ა­ვა­დე­ბე­ბის სა­ზო­გა­დო­ე­ბას მე პი­რა­დად მივ­მარ­თე, რომ კი­დევ მეტი, და­მა­ტე­ბი­თი ინ­ფორ­მა­ცია მო­ე­წო­დე­ბი­ნა, თუმ­ცა ამას ჭირ­დე­ბა გარ­კვე­უ­ლი, მეტი დრო.

უმ­ჯო­ბე­სია, რა­ღაც­ნა­ი­რად შე­თან­ხმე­ბის პრო­ცე­სი წა­ვი­დეს დი­ა­ლო­გის ფორ­მატ­ში. ეს და­ძა­ბუ­ლო­ბა ძა­ლი­ან რუ­ლია ბავ­შვე­ბის­თვის. ბავ­შვე­ბი დიდი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ზე­წო­ლის ქვეშ არი­ან ამ ყვე­ლაფ­რის გამო და ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მათი მო­ლო­დი­ნე­ბის და იმე­დის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა. ის, რომ რა­ღაც­ნა­ი­რად უნდა მო­ვა­ხერ­ხოთ, რომ ერ­თი­ა­ნად, კონ­სო­ლი­დი­რე­ბუ­ლი რე­სურ­სით, გა­ვაგ­რძე­ლოთ ეს პრო­ცე­სი უკვე კონ­სტრუქ­ცი­უ­ლი დი­ა­ლო­გის ფორ­მატ­ში“, – გა­ნა­ცხა­და თა­მარ გა­ბუ­ნი­ამ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share