“მისი მთავარი მიზანი და მოტივაციაა….ქვეყანამ სტატუსი არ მიიღოს”– კალაძე ვიოლა ფონ კრამონზე

თბილისის მერმა, კახა კალაძემ ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონის შესახებ ისაუბრა.

მისი თქმით, კრამონის მიზანია, საქართველომ ვერ მიიღოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი.

„არ ვიცი, რამდენად სწორი იქნება ამაზე სერიოზული კომენტარის გაკეთება. ვიცით, ეს ადამიანები რას წარმოადგენენ, ვინ არიან, რა არის მათი მოტივაცია, პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ მათი მთავარი მიზანი, ამოცანა და მოტივაცია არის ის, რომ ქვეყანამ სტატუსი არ მიიღოს. ამისთვის ყველაფერს აკეთებენ.

რა თქმა უნდა, ჩვენი ხალხი, ჩვენი ქვეყანა, ხელისუფლება იმსახურებს სტატუსს და იმსახურებდა მაშინ, როდესაც სხვა ქვეყნებს მისცეს აღნიშნული სტატუსი, რადგან საქართველო იყო ყველაფერში მოწინავე კონკრეტული გადადგმული ნაბიჯებით, განხორციელებული რეფორმებით. თუმცა, იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება. ამ ყველაფრის მიუხედავად, ევროინტეგრაციის რთულ გზაზე, საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ აღნიშნული 12 რეკომენდაცია ზედმიწევნით შესრულდეს” , – განაცხადა კალაძემ.

შეგახსენებთ, კრამონმა განაცხადა, რომ თუკი საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, ეს იქნება არა „ქართული ოცნების“ , არამედ ქართველი ხალხის დამსახურება.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share