SOVA -ს ინფორმაციით, NATO-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილე, ჯეიმს აპატურაი საქართველოში ჩამოვა, თუმცა ვიზიტის თარიღი უცნობია.
გამოცემის ცნობით, აპატურაი საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებსაც შეხვდება.
როგორც SOVA აღნიშნავს, აპატურაის ვიზიტს წინ უძღოდა NATO-ს მხრიდან გამოხატული არაერთი შეშფოთება. 5 აპრილს NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა საქართველოში, ხავიერ კოლონამ თქვა, რომ ალიანსში არსებობს წუხილები საქართველოში რეფორმების გატარების დონესთან დაკავშირებით.