იმავე თემაზე
ადგილობრივები ნატანების გამგებელს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელს ნატანების ტერიტორიულ ერთეულში, ძმები თალაკვაძეების რჩეულს, ვალერიან ვაჩეშვილს, ადგილობრივები სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ.
როგორც დღეს, ნატანებში “გურიის მოამბეს” ჟურნალისტებს ადგილობრივებმა განუცხადეს, სოფლის გამგებელი, ნატანების “ი-ის ს-ის” თანამშრომელ ქალბატონს, საკუთარ სამუშაო კაბინეტში (რომელსაც სოფელში დღესაც “გივი წითლიძის კაბინეტად” მოიხსენიებენ) თვეების განმავლობაში ჯერ აშანტაჟებდა და შემდეგ აუპატიურებდა:
“აღდგომის დღეებში ძალადობას ქალბატონის ქმარი შეესწრო და გამგებელი მისმა ახლობმებმა სასტიკად სცემეს. საქმეში პოლიციაც ჩაერთო, თუმცა, ოზურგეთის მერის, ავთანდილ თალაკვაძის ზეწოლით, გამოძიება შეწყდა” – გვიყვება ერთ ერთი ადგილობრივი, რომელიც თავისი სახელისა და გვარის დასახელებისაგან, უსაფრთხოების მიზნით, თავს იკავებს და გვიმტკიცებს რომ ძალადობა, უკვე ყოფილმა მეუღლემ, ვიდეოთი დააფიქსირა.
მეორე ადგილობრივი მომხდარს გვიდასტურებს და ადგილობრივი ქალბატონის სახელსა და გვარს გვეუბნება, და გვიმტკიცებს, რომ მომხდარის შემდეგ ოჯახი დაინგრა და ახლა ქალბატონი საკუთარ სახლში ცხოვრობს:
“ამ გოგონას პრობლემა ჰქონდა, რაც გაიგო გამგებელმა და დანაშაულის შეტყობინებაზე უარის თქმის ნაცვლად ქალბატონი აიძულა მასთან სქესობრივი კავშირი დაემყარებინა. მიუხედავად იმისა, რომ როცა კაბინეტში მეუღლე შევიდა გამგებელი მის ცოლს სცემდა, ოჯახი მაინც დაინგრა” აზუსტებს ერთ ერთი ადგილობრივი.
“გურიის მოამბე” ნატანებში დღეს, სოფელში მომხდარი სექსუალური ძალადობის ფაქტის გასაშუქებლად იმყოფებოდა.
ადგილობრივებმა გვისაყვედურეს, რომ როცა საქმე მაღალჩინოსნებს ეხება, ჟურნალისტები ამას შიშით ვერ ვაშუქებთ, სამაგიეროდ ჩვეულებრივ ადამიანებში მომხდარს კი “უცებ დევეცემით თავზე”.
ნატანებში, იმავე ადგილობრივების მტკიცებით ადგილი ჰქონდა სექსუალურ შურისძებას:
“წლების განმავლობაში სექსუალურ ძალადობაში ეჭვმიტანილის მეუღლეს, სექსუალურად, დაზარალებულის ოჯახის წევრი ავიწროებდა, ამ კაცმა კი სისულელე ჩაიდინა და შურისძიება იგივე მეთოდით გადაწყვიტა” – გვითხრეს ნატანებში.
ცნობისათვის: არაოფიციალური მონაცემებით, მიმდინარე წელს ნატანებში 10-მდე სექსუალური ძალადობა მოხდა.