პროფესორი, დოდონა კიზირია რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას და ავიაკომპანიებისთვის საქართველოში ფრენებზე აკრძალვის მოხსნას ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერს.
„ავოეეე, რუსები მოდიაააან! რა კარგიააა! ეხლა გავყრით ჩვენი გაქირავებული ბინებიდან ქართველ სტუდენტებს და უკრაინელებს და რუსებს მივაქირავებთ, ან სულაც მივყიდით. კაი ფულებს მივიღებთ და მერე წავალთ ამერიკაშიიიიი.
იფ, იფ, იფ, იფ!!!“ – წერს კიზირია.
ცნობისთვის, რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა. შესაბამისი განკარგულება რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გამოსცა. პუტინის განკარგულების თანახმად, სავიზო რეჟიმი 15 მაისიდან გაუქმდება. ვიზის გარეშე რუსეთის ტერიტორიაზე ყოფნის უფლება საქართველოს მოქალაქეებს 90 დღემდე ვადით შეეძლებათ. ამასთან, ვლადიმერ პუტინმა რუსული ავიაკომპანიებისთვის საქართველოში ფრენებზე აკრძალვაც მოხსნა.