”ოზურგეთის მერია კარგად ხაარ? უკვე მართლა თავს გახვედით.
ვინ მოგცათ უფლება, უკრაინის მხარდასაჭერი ბანერის ჩამოხევა წაგეხალისებიათ, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან გამოკრული იყო ოზურგეთში .
ახლა აქ გურიის სამოქალაქო ცენტრის ბანერი ეკიდა.
რა უფლებით განახორციელეთ “გურიის მოამბის ” კუთვნილი ბილბორდის დემონტაჟი?
საზოგადოება ვითხოვთ სწორ პასუხებს. გვაქვს ამის უფლება.
თვეებია, კრიტიკულ მედიას ებრძვით.
სასამართლო დავა “გურიის მოამბესა”და ოზურგეთის მერიას შორის ჯერ არ დასრულებულა.
სასამართლოს დასკვნა არსებობს შეჩერებულიყო ეს მიმდინარე პროცესი, რაც დღეს განხორციელდა.
არ წარმოადგინეთ ბილბორდის დემონტაჟის ნებართვა.
მეტი უსამართლობა ვერ ნახეთ? თუ ამოვყაროთ გასაიდუმლოებული ტენდერები, იმ უვარგისი კუბოებით დასრულებული და საზოგადოებისგან დამალული? დრონით მდინარე ნატანებს გადაუფრინეთ როგორ ოხრდება.
თუ ის ამოვყაროთ პოლიტიკური ნიშნით რომ პროფესიონალებს უშვებთ სამსახურებიდან და პარტიული აქტივისტებით ჩაანაცვლეთ? ყველა ინსტანციაში არაპროფესიონალები რომ გყავთ? დახურული რომ ხართ სამოქალაქო საზოგადოებისთვის?
ძალიან დიდ პროტესტს მიიღებთ.
რადგან მედიაზე თავდასხმა უპატიებელია და კანონდარღვევაა, ასევე ერთერთი მნიშვნელოვანი პუნქტი ევროკავშირის რეზოლუციის.
არ შეგრჩებათ ამ ბილბორდის ხელყოფა და მედიის დევნა.” – ასე ეხმაურება სამოქალაქო აქტივისტი ირმა გორდელაძე “გურიის მოამბეს” კუთვნილი ბილბორდების დემონტაჟის ფაქტს, რომელზეც უკრაინის მხარდამჭერი რეკლამა იყო განთავსებული.