“არსებული წესი იყო აბსოლუტურად ირაციონალური და უპრეცედენტო. მსოფლიოში ვერ მეტყვით ვერცერთ ქვეყანას, სადაც ანალოგიური წესი შეიძლება იყოს დადგენილი, არ არსებობს უბრალოდ ასეთი ქვეყანა. ეს წესი დადგინდა ე.წ. 19 აპრილის შეთანხმების შესაბამისად, ეს იყო ოპოზიციის, „ენჯეოების“ მოთხოვნა და ეს იყო უპრეცედენტო, ირაციონალური წესი, რომელიც ჩვენ შევიტანეთ საარჩევნო კოდექსში სწორედ 19 აპრილის შეთანხმებიდან გამომდინარე. მოგეხსენებათ, დღეისთვის19 აპრილის შეთანხმება არის ანულირებული. აქედან გამომდინარე, ჩვენ არ გვაქვს არავითარი ვალდებულება, რომ ირაციონალური რეგულაციები დავტოვოთ საარჩევნო კოდექსში. შესაბამისად, დადგინდება რაციონალური, სწორი რეგულაცია, რომელიც თავიდან ბოლომდე შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან, ეს არის ამ ცვლილების ერთადერთი მიანი…აქედან გამომდინარე, ჩვენ არ გვიკვირს მისი ასეთი განცხადება. თუ დაადებს ვეტოს, ამ შემთხვევაში ჩვენ, რა თქმა უნდა, ვეტოს დავძლევთ”, – ამბობს კობახიძე [საზოგადოებრივი მაუწყებელი]
– ამბობს “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.