ვინ არიან დეპუტატები, ვინც “ქართულ ოცნებას” იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრობის არჩევაში დაეხმარნენ?

იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს არა­მო­სა­მარ­თლე წევ­რო­ბის კან­დი­დატ­თა­გან, პარ­ლა­მენ­ტის ე.წ. კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი უმ­რავ­ლე­სო­ბით 3 არა­მო­სა­მარ­თლე წევ­რი – ტრის­ტან ბე­ნაშ­ვი­ლი, გი­ორ­გი გზო­ბა­ვა და ზუ­რაბ გუ­რას­პაშ­ვი­ლი აირ­ჩი­ეს. კენ­ჭისყრა ფა­რუ­ლი იყო და მათ მხარ­და­სა­ჭე­რად ხმე­ბი ასე და­ფიქ­სირ­და: 93-91-93. ამის­თვის უმ­რავ­ლე­სო­ბას ოპო­ზი­ცი­ის 5 ხმა დას­ჭირ­და.

მას შემ­დეგ, რაც აღ­მოჩ­ნდა, რომ მათ სა­ჭი­რო ოპო­ზი­ცი­უ­რი ხმე­ბის მო­ბი­ლი­ზე­ბა შეძ­ლეს, ოპო­ზი­ცი­ამ პლე­ნა­რულ სხდო­მა­თა დარ­ბა­ზი და­ტო­ვა, შე­სა­ბა­მი­სად, კენ­ჭისყრა შე­ჩერ­და. არა­და, იუს­ტი­ცი­ის საბ­ჭო­ში კი­დევ 2 წევ­რია ასარ­ჩე­ვი.

“იუს­ტი­ცი­ის საბ­ჭოს არ­ჩევ­ნებ­ზე ვი­ღაც 5-მა “ქო­ცებს“ მის­ცა ხმა. ჩვენ და ელი­საშ­ვი­ლე­ბი რომ არ ვი­ყა­ვით, ეგ ვიცი. ერთ რიგ­ში ვსხედ­ვართ. ახლა გა­სარ­კვე­ვია, ვინ იყო“, – და­წე­რა “გირ­ჩის“ დე­პუ­ტატ­მა ჰერ­მან სა­ბომ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

“გირ­ჩის” ერთ-ერთი ლი­დე­რის, იაგო ხვი­ჩი­ას თქმით, დე­პუ­ტა­ტე­ბი, რომ­ლებ­მაც მხა­რი და­უ­ჭი­რეს, “ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ სიით არი­ან გა­სუ­ლი პარ­ლა­მენ­ტში.

დე­პუ­ტატ ანა წით­ლი­ძის გან­ცახ­დე­ბით, ერთ-ერთი მათ­გა­ნი ნიკა მა­ჭუ­ტა­ძეა.

ბა­ჩუ­კი ქარ­და­ვა “ტვ პირ­ვე­ლის” პრი­და­პირ ეთერ­ში გა­ნა­ცხა­და, რომ პლე­ნა­რულ სხდო­მა­ზე რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ანს ხმა მის­ცა, თუმ­ცა არ და­ა­სა­ხე­ლა მათი ვი­ნა­ო­ბა.

ქარ­და­ვას თქმით, გეგ­მა­ში ჰქონ­და 29-ვე კან­დი­და­ტის­თვის და­ე­ჭი­რა მხა­რი.

“ხმა რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ანს მი­ვე­ცი. იმე­დი მაქვს, რომ ამ ადა­მი­ა­ნებს შო­რის, ვი­საც ხმა მი­ვე­ცი, არ იყ­ვნენ “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” კან­დი­და­ტე­ბი. ძა­ლი­ან ბევ­რი ვინც სი­ა­ში იყ­ვე­ნენ ძა­ლი­ან სა­პა­ტივ­ცე­მუ­ლო ადა­მი­ა­ნე­ბი იყ­ვნენ. “ოც­ნე­ბას­თან” სა­უ­ბა­რიც არ მქო­ნია გა­რი­გე­ბა­ზე”, – გა­ნა­ცხა­და მან. .

კუ­ლუ­ა­რუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ხმა ასე­ვე მის­ცეს: ნატო და როს­ტომ ჩხე­ი­ძე­ებ­მა და დი­ლარ ხა­ბუ­ლი­ან­მა.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share