“ნაციონალური მოძრაობის” წევრები შიმშილობას წყვეტენ

ციხეში მყოფი მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ნაციონალური მოძრაობის წევრებსა და მხარდამჭერებს სთხოვს, შიმშილობა შეწყვიტონ, წინააღმდეგ შემთხვევაში ამბობს, რომ ის თავად დაიწყებს შიმშილობას. ეს გზავნილი მათ მისმა ადვოკატმა გიორგი მშვენიერაძემ გააცნო.

პარტიის თავმჯდომარის ნიკა მელიას თქმით, ბრძოლის ახალ ეტაპზე გადადიან.

“მიხეილ სააკაშვილი განიცდის თითოეული მოშიმშილის ჯანმრთელობის მდგომარეობას და თავადაც იძულებული გახდება, რომ მანაც განაახლოს შიმშილობა, რისი დაშვების უფლებაც არ გვაქვს არცერთ ჩვენგანს, ვინაიდან, მიხეილ სააკაშვილის მიერ შიმშილობის დაწყება იქნება ფატალური შედეგის მომტანი და ამიტომ, თანამებრძოლებთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გადავიდეთ ბრძოლის შემდეგ ეტაპზე, რომელიც იქნება მრავალფეროვანი და არაძალადობრივი, მანამ, სანამ ქვეყანაში სამართლიანობა არ გაიმარჯვებს და არ დასრულდება პოლიტიკური მართლმსაჯულება. აქედან გამომდინარე, ჩვენ გადავდივართ ბრძოლის სხვა ეტაპზე”, – თქვა მელიამ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share