რუსეთი დამპყრობელია და მისი თაფლაკვერის მიღება თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის ხელყოფაა – გოგა ჩანადირი

ფოტოგრაფი, გოგა ჩანადირი სოციალურ ქსელში წერს:

„არის საკითხები, რომლის წითელი ხაზები არ უნდა გადაკვეთო, განსაკუთრებით კი როცა ქვეყნის ინტერესებსა და ევროპასთან ურთიერთობებს ეხება.რუსეთი დამპყრობელია და მისი ყოველი თაფლაკვერის მიღება თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის ხელყოფაა.არც ავიაფრენების აღდგენა, არც უვიზო მიმოსვლა, არც ქორწილები და ფულის ხარჯვაა კეთილი ჟესტი მანამდე, ვიდრე მას დაპყრობილი აქვს ჩვენი ტერიტორიები, ვიდრე ხელყოფს უკრაინის დამოუკიდებლობას, ვიდრე ის სანქცირებულია ცივილიზებული სამყაროს მიერ.დიპლომატია მესმის, რაღაცის დათმობაც მესმის ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ, მაგრამ ამ ყველაფერსა და ფეხქვეშ უთავმოყვრეოდ გაგებას შორის დიდი ზღვარია.საკუთარი შვილები შეგვარცხვენენ სამშობლოს წინაშე არასწორი საქციელის გამო.რუსეთის ნდობა არ შეიძლება. ეს ავიაფრენები და უვიზო მიმოსვლა, ეკონომიკური ურთიერთობები მისთვის მხოლოდ ზემოქმედების ბერკეტია. როცა უნდა, გააუქმებს, სანქციას დააწესებს. ამ ქვეყანაზე დაყრდნობა, მისი ნდობა არ შეიძლება.“

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share