”ბახმუტმა მიიპყრო იმდენი ყურადღება და გაანადგურა იმ რაოდენობით მტერი, რა რაოდენობითაც იყო გათვლილი უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ. ბახმუტი არ იყო სტრატეგიული ობიექტი. ბახმუტი იყო სწორედ ის მონაკვეთი, სადაც შეიძლებოდა 40 000 რუსი ჯარისკაცის განადგურება და განადგურდა – ბახმუტმა თავის როლი შეასრულა. სამწუხაროდ ქალაქისგან არაფერია დარჩენილი, ყველაფერია განადგურებული, თუმცა უკრაინისთვის თავის როლი შეასრულა. დარწმუნებული ვარ, რომ ისეთი სიურპრიზები იქნება, რასაც არ ელოდება, რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობა – რა თქმა უნდა, მალე” –
განაცხადა უკრაინაში მებრძოლმა ქართული ლეგიონის მეთაურმა მამუკა მამულაშვილმა სოფო ზურაბიანის გადაცემაში პოლიტიკის ფორმულა.