“არანაირი 80%-ს არ სურს ევროპასთან ინტეგრაცია. ეს არის სტატისტიკური მონაცემი, რომელიც რეალობაში დიდი სიყალბეა. ასე რომ არ იყოს, რუსეთში ყურებით შეთრეული ქვეყნის გადასარჩენად, მოსახლეობის მინიმუმ 30% ახლა ქუჩაში უნდა იდგეს და ხელისუფლებისთვის საფლავს თხრიდეს.
აბსურდულია დაპირება, გახრწნილი მმართველობის მიუხედავად, რომ ჩვენს კანდიდატის სტატუსს მხარს დაუჭერენ და ლანგარით მოგვართმევენ იმას რის ღირიც არ ვართ იმიტომ, რომ ეს 80%-ის სურვილი და არჩევანია.
ვერ ხედავს ბატონებო ამ 80%-ს დასავლეთი და ზუსტად იციან, რომ ეს არაფრის მომცემი სტატისტიკაა.
ევროკავშირი ეკონომიური და სოციალური სიკეთის გარდა, უსაფრთხოებაა, რომლის მნიშვნელობაც ყველაზე პრინციპული და სენსიტიურია. არავის სჭირდება საკუთარ რიგებში ჰყავდეს ისეთი უპასუხისმგებლო და საერთო მტერთან კოლაბორაციაში მყოფი მთავრობა, რომელსაც შეიძლება ხელი მიუწვდებოდეს სხვდასხვა საიდუმლოებებზე.
ამ ყველაფრისთვის მათ სჭირდებათ მყარი გარანტია, რომელიც ზუსტად ის 80%-ი უნდა იყოს, რომელიც ფურცლებზე ჩანს და არა რეალურ ცხოვრებაში.
თქვენ “გაბოლებთ” ოპოზიცია. ნარატივი იმასთან დაკავშირებით, რომ “ხალხი იმსახურებს” და მას მიიღებს, მხოლოდ და მხოლოდ სიბრიყვე და მავნებლობაა, რადგან სწორედ ამ მესიჯმა უმოქმედო მასად აქცია საზოგადოება.
ევროპა რევოლუციას ვერ და არ მოგიწყობთ. მათ შეუძლიათ მხოლოდ მიგანიშნონ და ამას ყოველდღიურად აკეთებენ” წერს საკუთარ ფეისბუკ გვერდზე ნუგზარ სულაშვილი-
“საფრანგეთი-საქართველოს ურთიერთთანამშრომლობის გენერალური ანსამბლეის” აღმასრულებელი დირექტორი.