ვინმე თუ ფიქრობდა, რომ უნდა მივიღოთ სტატუსი, დღეს ღარიბაშვილმა გადაარწმუნა – სამადაშვილი

ლელო – საქართველოსთვის წევრი სალომე სამადაშვილი ბრატისლავაში მიმდინარე უსაფრთხოების ფორუმზე ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლას ეხმაურება, სადაც პრემიერმინისტრმა პუტინისა და მისი რეჟიმის რიტორიკა გაიმეორა.

სამადაშვილმა ფორმულას ეთერში თქვა, რომ “ვინმე თუ ფიქრობდა, რომ საქართველომ უნდა მიიღოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი – დღეს ირაკლი ღარიბაშვილმა ყველა მათგანი წარმატებით გადაარწმუნა”.

ჩვენი ქვეყნისთვის საუბედუროდ, ამ ქვეყანას დღეს ჰყავს მთავრობა და პრემიერმინისტრი, რომელმაც ეს ძალიან მნიშვნელოვანი საერთაშორისო ფორუმი გამოიყენა იმისთვის, რომ ვინმე თუ კიდევ უშვებდა, განიხილავდა, რომ საქართველომ უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი, დღეს ირაკლი ღარიბაშვილმა ძალიან წარმატებით დაარწმუნა და გადაარწმუნა ყველა ასეთი ადამიანი, რომ ამ ხელისუფლების რეალური დღის წესრიგი არ არის არანაირი ინტეგრაცია არც ევროკავშირში, არც NATO-ში. ეს არის ფორუმი, სადაც მთავარი თემა არის უკრაინის გამარჯვება, სადაც საუბარი მიდის მხოლოდ იმაზე, რა შეიძლება გააკეთოს დასავლეთმა იმისთვის, რომ პუტინის რეჟიმი დამარცხდეს, ამ ფორუმზე გამოვიდა ღარიბაშვილი და ისაუბრა რუსეთის პროპაგანდისტული გზავნილებით…“, – განაცხადა სამადაშვილმა.

სამადაშვილის თქმით, ფორუმის ორგანიზატორებში იყო აზრთა სხვადასხვაობა, უნდა დაეთმოთ თუ არა ირაკლი ღარიბაშვილისთვის ტრიბუნა, თუმცა ღარიბაშვილის გამოსვლის შემდეგ, “ყველა დარწმუნდა, რომ ცუდი იდეა იყო მისი ფორუმზე მოწვევა”.

მე ძალიან ბევრმა ადამიანმა მითხრა ამის შემდეგ, რომ, რა თქმა უნდა, ახლა სრულიად სხვანაირად აფასებენ რეალობას, რომელიც ჩვენს ქვეყანაშია. ბევრი ადამიანი შეიძლება ვერ ხედავდა, რომ ღარიბაშვილისა და ოცნების სახით ვლადიმერ პუტინს ჰყავს მოკავშირე ხელისუფლება, მათ შორის, ამ ფორუმის ორგანიზატორებშიც აზრთა სხვადასხვაობა იყო, შეიძლებოდა თუ არა ღარიბაშვილისთვის დათმობა ტრიბუნის, გარკვეული ადამიანები სკეპტიკურად უყურებდნენ ამას, ახლა ყველა დარწმუნდა, რომ ცუდი იდეა იყო ღარიბაშვილის აქ მოწვევა“, – თქვა სამადაშვილმა.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share