გამოვიდა გიორგი გრძელიძის ძალიან საინტერესო წიგნი „გურიის სამთავროს ურთიერთობა ოსმალეთის იმპერიასთან 1508-1828“, რომელიც ოსმალურ წყაროებზე დაყრდნობით მოიცავს გურიის ისტორიის მნიშვნელოვან მოვლენებს, რაც ჩემი აზრით ძალიან საინტერესოა, რადგანაც გურიის შესახებ ოსმალური წყროები დღემდე სათანადო ყურადღების გარეშე იყო.
.
გთვაზობთ ფრაგმენტს გიორგი გრძელიძის წიგნიდან:
.
„1765 წელს გურიამ და იმერეთმა უარი განცხადეს სულთნისათვის ტყვეთა გაგზავნაზე, რის გამოც სულთანმა დასავლეთ საქართველოს საზღვრებზე მყოფ ფაშებს უბრძანა, შესეოდნენ დასავლეთ საქართელოს, რადგანაც ეს პროვინცია არ იხდიდა ყოველწლიურ გადასახადს ტყვეების სახით, რომელიც მას დაადო მისმა უმაღლესობამ.
.
თურქებს დიდი ზარალი მოსვლიათ საქართველოში აჯანყებული ხალხის წინააღმდეგ ბრძოლაში. აღნიშნულ ცნობაში ლაპარაკია იმის შესახებ, რომ მარტო ცოცხალი ძალის სახით თურქეთს 60 ათასი კაცი დაუკარგავს.“
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა