“მიხვდებით, რომ ევროპა კარგია… მიხვდებით, რომ ევროპასთან სიახლოვე წყალივით გჭირდებათ” – ამის შესახებ დეკანოზი თამაზ ლომიძე წერს.
“ძალიან მალე დადგება ის დრო, ქართველებო, როცა მიხვდებით, რომ ყველაფერი, რითაც ამდენი წელი გაშინებდნენ ევროპასთან დაკავშირებით, სრული ტყუილი, განგებ მოგონილი და მიზანმიმართული დეზინფორმაცია იყო. მიხვდებით და საკუთარ ტყავზე მწარედ იგრძნობთ, რომ ყველა ის სიბინძურე და ბოროტება, რასაც ევროპას მიზანმიმართულად აბრალებდნენ და თქვენც იჯერებდით, სწორედ რუსეთშია და ევროპა ამ ყველაფრის საწინააღმდეგოა. მიხვდებით, რომ ევროპა კარგია. მიხვდებით, რომ ევროპასთან სიახლოვე წყალივით გჭირდებათ თქვენი თავისუფლების და იდენტობის გადასარჩენად, მაგრამ უკვე ძალიან გვიანი იქნება, რადგან მაგრად ეყოლებით ბოროტს დაჭერილი მარწუხებში. ვინ იცის, კიდევ რამდენი ათწლეული დაგჭირდებათ შემდეგ ამ მარწუხებიდან თავის დასახსნელად?! გამოფხიზლდით, სანამ კიდევ დროა!”