სასამართლოდან დაიწყო, მიყვება პროკურატურა, პოლიცია, არა მგონია, პარლამენტსაც დაწყვიტონ გული – ზურაბ გურული

აშშ-ის სახდეპის მიერ 4 ქართველი მოსამართლის დასანქცირებას ზურაბ გურული ეხმაურება და წერს:
”სასამართლოდან დაიწყო, ნელნელა მიყვება პროკურატურა, პოლიცია, არა მგონია ჩვენს დახვეწილ და ზრდილობით აღსავსე პარლამენტსაც დაწყვიტონ გული.
ოღონდ არ გაჩერდეთ ახლა და გაათმაგებული გააფთრებით აგინეთ საქართველოს პირად საქმეებში ჩარევისათვის გათახსირებულ ამერიკელებს; არ გამოტოვოთ ელჩები, იქეთ ევროპარლამენტარები; აგინეთ, ხარჯი ნაქნარია მაინც.
ვთპუ!
P.S. აწი, “იმ 9 წელს” რომ დაეტოლებით, გაითვალისწინეთ, რომ თქვენი სამართლის და უზენაესი სასამართლოს თავზე “მოისაქმა” ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა” – წერს გურული.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share