“ლაჩრულად წაგებული ომი” – აჭარის მთავრობის მეთაურის ანტისახელმწიფოებრივ განცხადებას საქართველოს მესამე პრეზიდენტი ეხმაურება. მიხეილ სააკაშვილი თორნიკე რიჟვაძეს შეასხსენებს, რომ მან პარტნიორების შეთავაზების მიუხედავად, 2008 წელს აგვისტოს ომის დროს ქვეყანა არ დატოვა. სააკაშვილის თქმით, პუტინი დღემდე ვერ პატიობს, რომ არ მისცა უფლება საქართველოს სრული ანექსიის.
სააკაშვილმა აჭარის მთავრობის მეთაური რუს ოფიცრებთან ახლო მეგობრული კომუნიკაციის გამოც გააკრიტიკა.
გუშინ აჭარის მძარცველმა ბანდამ იკადრა და თქვა, რომ 2008 წელს მე გავიქეცი.
2008 წლის აგვისტოში მე უარი რომ არ მეთქვა, ისევე როგორც ზელენსკის 2022-ში დასავლელი მეგობრების შემოთავაზებაზე ქვეყნის დატოვების შესახებ, ქართული დროშაც აღარ იფრიალებდა.
სწორედ ამიტომ არსებობს ის ბათუმი, სადაც ახლა „ხელისუფლება” ჩეჩენ ბანდიტებს და რუს ოფიცრებს მასპინძლობს და მათ დაკრულზე ცეკვავს.
ბრავო ელგუჯა ბაგრატიონს და გიორგი კირთაძეს! მაგრად მოსვეს ეს რუსის მონები ადგილზე.
მათ ასევე ისაუბრეს 2008 წლის აგვისტოს ომში ჩვენს „სამარცხვინო მარცხზე“.
უკრაინას მაინც უნდა ეჩვენებინა თუ რას გადავარჩინეთ საქართველო 2008-ში.
რუსეთმა ვერცერთი თავისი სტრატეგიული ამოცანა ვერ შეასრულა და ეს ვერ უპატიებია დღემდე ჩემთვის პუტინს.
სწორედ ეს არის ჩვენი გმირების დამსახურება. დღეს კიდევ ესენი რუს ოფიცრებთან ერთად ჩემს აშენებულ “რედისონში” სხედან და ჩვენს გმირებს დასცინიან, მე კი ტყვეობაში ვრჩები”, – წერია სააკაშვილის განცხადებაში.