რესპუბლიკის პირველობის გათამაშებაში მახარაძის (ოზურგეთის) გუნდი 1938 წელს ჩაება. ამ წელს გუნდმა მე-2 ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა, პირველ ჯგუფში გადავიდა და მას შემდეგ უცვლელად დგას რესპუბლიკის უძლიერესი საფეხბურთო კოლექტივების რიგებში.
1937-40 წლებში გუნდში მოვიდნენ დ.ჩხაიძე, ივ.სვანიძე,ვ.ბეშიტაშვილი.კ.მათითაიშვილი,ჭ.კუჭუხიძე,დ.დარჩია, გრ.კამპანიოვსკი, ვლ.მეგრელაძე, ძმები მამული და ბახა მექვაბიშვილები,ნიკ.ჭანუყვაძე, შ.ნემსაძე,მ.ზაქარიაძე, და სხვები. რომლებიც უფროსი თაობის ფეხბურთელებთან(კ.თოხაძე -გუნდის კაპიტანი,ჟ.თოხაძე მწვრთნელი და მოთამაშე,შ სალუქვაძე.ი.მეგრელაძე, ვ.გეგიაძე) ერთად იცავდნენ რაიონის სპორტულ ღირსებას.
მაშინდელი პლეადის ბევრი ფეხბურთელი დიდი სამამულო ომის მონაწილეა, ბევრი მათგანი დაეცა სამშობლოსათვის ბრძოლაში(ჟ.თოხაძე,ჭ.კუჭუხიძე, დ.დარჩია, ვლ.მეგრელაძე, გრ.კამპანიოვსკი და სხვები)
1937- 40 წლებში რესპუბლიკურ შეჯიბრებაში თავი გამოიჩინა მახარაძის ჭაბუკ ფეხბურთელთა გუნდმა „სიხარულმა“( მწვრთნელი ჟ.თოხაძე) რომლის ძირითადი ბირთვი შემდგომ 1944-45 წლებში ნაკრებ გუნდს შემატა.ესენი არიან კ. გოგატაძე, ძმები დუდუ და ზაზა მასხულიები,დ სამსონაძე,ი. ზაქარიაძე, და სხვები.
მათ გარდა 1944-47 წლებში გუნდში მოვიდნენ : მ.ცეცხლაძე,აკ.ხურციძე,მ.გირკელიძე,ვალ. ჭანუყვაძე,მ. პაიჭაძე, მ. შავიშვილი,ა.გორელსკი, ვახ.ჩხიკვიშვილი, კ.ასიეშვილი და სხვები.
1947- 50 წლებში გუნდს შემატნენ სპორტული სკოლის აღზრდილები;ა.კილაძე,გ.მენაბდე, რ. სალუქვაძე, გ.ჩავლეშვილი,რ. ხომერიკი, ვ.თავბერიძე,ვ.ბალიაკი, ს.დუმბაძე, მეგრელაძეთა ოჯახის ახალი წარმომადგელნები ნოდარი და ჟორა მეგრელაძეები, ვ.ჭყონია, მ.ცომაია, გ.დევდარიანი, და სხვები.
მომდევნო ათი წელი 1951-60 წლებში ამ პერიოდის გუნდში არიან ;გ.ქუტიძე, ბ.თოიძე, რ.ჩერცვაძე. ჰ.დოლიძე,რ. ღლონტი, ო.კიშინსკი, მ.გორდელაძე, პ.ჟორდანია,კ.ივლევი, ზ.მესხიძე, ნ. ბახტაძე, ბ.ტაბიძე, ვ. გვარამაძე, გ.სიმონიშვილი, თ. სალუქვაძე, სპორტის ოსტატები მ.ჭელიძე, კ.გოგლიძე, ნ.გაგნიძე, და სხვები.
1957- 58 წლებში საქართველოს პირველობის მე-2 ჯგუფში წარმატებით გამოდიოდა მახარაძის ფეხბურთელთა ახალგაზრდული გუნდი „სპარტაკი“ (მწვრთნელი ოთარ კიშინსკი) რომლის ფეხბურთელებმა შესანიშნავი შევსება მისცეს რაიონის პირველ გუნდს( ა.ვახრამოვი, ა. ნინუა,გ.ზურაბიშვილი, ი.ურუშაძე, ბ.თალაკვაძე, თ. ჩხარტიშვილი. ო. გორგოშიძე, ლ.ჩხაიძე, რ. წივწივაძე) მომდევნო წლებში მოვიდნენ ძ.მარგველაშვილი, ა.სიამაშვილი გ.გომელაური, ზ.გავაშელი, ს.ქადეიშვილი, ო.კანდელაკი, ი.ჩხაიძე.
რაიონის წამყვანი გუნდი 1938- 45 წლებში გამოდიოდა მახარაძის ნაკრების სახელით,1945-46 წლებში ერქვა „დინამო“ 1947–54 წლებში კვლავ ნაკრები. 1954 წლიდან გუნდი სპორტსაზოგადოება“კოლმეურნი“ დროშის ქვეშ გაერთიანდა.
1961 წლიდან ეწოდა „მერცხალი“
ომამდე გუნდს წვრთნიდა ჟ.თოხაძე, 1945 წლიდან სხვადასხვა მწვრთნელები რსენი არიან; კ.გოგატაძე, მ.ჭელიძე,ა. კილაძე, ვლ,ჯორბენაძე,კ. გოგლიძე, აკ. ხურციძე, რ.სალუქვაძე, დ.მასხულია, ბ.ტაბიძე, მ.გორდელაძე.
მახარაძის გუნდი სანამ საქართველოს ჩემპიონი გახდებოდა (1967 წელი) ხუთჯერ აქვს აღებული საქართველოს პირველობის საპრიზო მე-3 ადგილი(1946,1958,1960,1964, 1966 წლებში) ორჯერ ზედიზედ (1959-1960 წლებში მოიპოვა საქართველოს თასი) ხუთხერ გავიდა რესპუბლიკურ თასისი ფინალში(1950,1955,1957,1965, 1967 წლები)
მახარაძის გუნდი სპორტსაზოგადოება „კოლმეურნის“ 9 -გზის გამარჯვებულია
ბევრი მახარაძელი ფეხბურთელი სხვადასხვა დროს წარმატებით თამაშობდა რესპუბლიკის მოწინავე გუნდებში როგორიცა თბილისის“დინამო“ „სპარტაკი“ „ტოდო“ ქუთაისის ტორპედო, ბათუმის „დინამო“ ესენი არიან აკ. ხურციძე. ა.კილაძე, კ.გოგატაძე, ბ.მექვაბიშვილი, დ.მასხულია,ზ.მასხულია, გ.მენაბდე, გ. ჩავლეშვილი, თ. სალუქვაძე, ა. ნინუა, ო. გორგოშიძე ა.სიამაშვილი. ი. ჩხაიძე.
ხარიტონ ჩხატარაშვილი