ავტოსაგზაო შემთხვევას 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ქუთაისის აეროპორტთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რასაც 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. როგორც თვითმხილველები ამბობენ, ავტომანქანა გზიდან გადავარდა და აფეთქდა.

არსებული ინფორმაციით, 4 ადამიანი ადგილზე დაიღუპა, ერთი კი – კლინიკაში.

მძიმეა კლინიკაში გადაყვანილი კიდევ ერთი დაშავებულის მდგომარეობა. შემთხვევა გამთენიისას მოხდა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share