„ეს არიან ადამიანები, რომლებსაც ჰყავთ ერთი ამომრჩეველი – ბიძინა ივანიშვილი,“ – ასე აფასებს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარის დღევანდელ პრესკონფერენციას.
ხუხაშვილი დარმუწნებულია, რომ ოლიგარქმა “ოცნებას” შენიშვნა მისცა, რომ ხალხს 12 პუნქტის შესრულებაზე ინფორმაცია არ მიაწოდა, სწორედ ამიტომ გამართა კობახიძემ შეხვედრა ჟურნალისტებთან.
”რა იყო მოტივი – შეიძლება ბიძინა გაბრაზდა, ამ 12 პუნქტზე თქვენ ხალხს კარგად ვერ უხსნით და აბა, გამოდით და აუხსენით, ესეც კობახიძეც გამოვიდა და დაჯდა და რაც შეეძლო ილაპარაკა. ათასი სიგიჟე შეიძლებოდა, შიგნით ხომ ირაციონალური გარემოა. პოლიტიკური ნიშნება. არ მგონია, რამე იყოს. მე მგონია, რომ ბიძინამ უთხრა, გამოდით, აუხსენით და ამან მაქვს არგუმენტები და ავუხსნი,“ – ამბობს ხუხაშვილი.