ნაკლებად ცნობილი ადგილები გურიაში
ზოტის მეჩეთი
გარედან ერთი შეხედვით ვერ მიხვდებით, რომ ისტორიული შენობაა. მხოლოდ თუნუქში შეფუთული კედლები და მეტალო-პლასტმასის ფანჯრები ჩანს.
მაგრამ შიგნიდან სულ სხვა რამეს იხილავთ – 1904 წლის ხის არქიტექტურა იმავე პერიოდის ლაზების მიერ შესრულებული მოხატულობითა და ფერადი ჩუქურთმებით.
მინიჭებული აქვს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი.
წყარო -გრიგოლ მახარაძის ფეისბუქ-გვერდიდან