უკრაინის რადის წევრი სოლომია ბობროვსკა ამბობს, რომ “სააკაშვილის საკითხში კიევი არც უკან დახევას აპირებს, არც თავს შეიკავებს”.
მეტიც, უკრაინელი პოლიტკოსი ღიად ამბობს, რომ “დიდად არ ანაღვლებთ, თუ რომელიმე ქართველ პოლიტიკოსს ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადება არ მოეწონა”.
“რადიო თავისუფლებისთვის” მიცემულ ინტერვიუში სოლომია ბობროვსკა საქართველოს ხელისუფლებას იანუკოვიჩს ადარებს.
ვხედავთ, რას აკეთებს და საით მიდის საქართველოს მთავრობა – იქით, საითაც იანუკოვიჩი მიგვათრევდა 2013 წელს, როცა ცდილობდა, რადაც არ უნდა დასჯდომოდა, უკრაინა რუსეთის ქოლგის ქვეშ შეეტენა”, -აცხადებს პოლიტიკოსი.
რაც შეეხება უკრანიდან საქართველოს ელჩის გაწვევას, სოლომია ბობროვსკა აღნიშნავს, რომ ეს ძალიან სერიოზული ჟესტია:
დიპლომატიურ ენაზე, როდესაც ელჩს უკან აგზავნი კონსულტაციებისთვის, ეს ძალიან სერიოზული ჟესტია, მნიშვნელოვანი წონის და, როგორც ვთქვი, აქამდე არასოდეს მომხდარა ჩვენს ორ ქვეყანას შორის. ეს ნიშნავს, რომ კიევი არც უკან დახევას აპირებს და არც თავს შეიკავებს. ნიშნავს, რომ გარკვეულ ხაზებს გადავაბიჯეთ და ვფიქრობ, პრეზიდენტი და მისი გუნდი გააგრძელებენ ამ მცდელობებს, ძალისხმევას არ დაიშურებენ, რომ სააკაშვილი უკრაინაში დაბრუნდეს. ისინი იპოვიან დროს ამისთვის – მიუხედავად და პარალელურად იმისა, რაც დღეს უკრაინაში ხდება.