Balenciaga-ს კრეატიულ დირექტორს, დემნა გვასალიას, საკუთარი ძმა, ასევენ დიზაინერი და Vetements-ის აღმასრულებელი დირექტორი, გურამ გვასალია უპირისპირდება.
New Your Times-სთან ინტერვიუში გურამი ამბობს, რომ დემნაზე უფრო წინ არის.
“დემნა ჩემზე ექვსი წლით უფროსია, როცა მე მეორე კლასში ვიყავი, ის მერვეში იყო. ჩემზე ადრე მიიღო ცხოვრებაში გარკვეული შესაძლებლობები, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, სად ვარ მე დღეს და სად იყო ჩემი ძმა ჩემს ასაკში, ვფიქრობ, რომ მე მასზე ბევრად უფრო წინ ვარ“, – ამბობს გურამი და დასძენს, რომ დემნას ეპოქა დასასულისკენ მიდის.
“ვფიქრობ, რომ ჩემი ძმა ძალიან ნიჭიერია, მაგრამ მე განსხვავებული დამოკიდებულებები მაქვს, განსხვავებული ხედვა. ვფიქრობ, მისი ეპოქა ნელ-ნელა დასასრულისკენ მიდის და ახლა ჩემი დროა. ჩვენ შევცალეთ ინდუსტრია, შოკისმოომგვრელები ვიყავით. ჩემს ძმას უკვე დიდი სახელი აქვს და მისი არსებობა ჩემს ცხოვრებაში კიდევ უფრო დიდი გამოწვევაა. არ არის საკმარისი რომ უბრალოდ კარგი ვიყო, მჭირდება რომ ვიყო ძალიან კარგი“” – აღნიშნავს გურამ გვასალია.
ცნობისთვის დემნა და გურამ გვასალიებმა ტანსაცმლის ბრენდი Vetements-ი 2014 წელს ერთად დააარსეს. ერთი წლის შემდეგ დემნა Balenciaga-ს კრეატიული დირექტორი გახდა. საბოლოოდ Vetements-ი 2019 წელს დატოვა.
New Your Times-ი კომენტარისთვის დემნას დაუკავშირდა. გამოცემას დემნას კომენტარი “ბალენსიაგას” სპიკერმა ვანესა ფრიდნმა მიაწოდა. ვანესას თქმით, დემნა არ აკეთებს კომენტარს, თუ კითხვა არ ეხება “ბალენსიაგას” საკითხს, გადმოგცათ შემდეგი: “ჩემი გამოცდილება “ვეტმანში” საოცარი იყო, მაგრამ მე მას წარსულში ვტოვებ, როგორც სასიამოვნო მოგონებას”.