”პუტინი დამთავრებულია. ეს არის კვირების მაქსიმუმ თვეების ამბავი. რუსეთის დაშლა დაიწყება ჩრდილო კავკასიიდან. ვართ ჩვენ მზად გავუმკლავდეთ 25 000 კადიროველს, რომლებსაც ნანახი აქვთ თბილისიც და ბათუმიც და ხელები ექავებათ აქ შემოსასვლელად?… მე არ მიმაჩნია რომ რუსული ოპოზიცია განადგურებულია. ნავალნი გამოვა თუ არა ციხიდან, იმ ტერიტორიის ლიდერი, რაც დარჩება რუსეთიდან, მაქვს ძალიან თბილი მიმოწერა მასთან, ვლადიმერ კარა-მურზასთან და სხვა ლიდერებთან. მე ძალიან დავაფასე, რომ თვითონ უმძიმეს პირობებში მყოფმა ნავალნიმ მიმართა ივანიშვილს, ფაქტობრივად ჩემი გაშვების მოთხოვნით. მოკლედ ჩემ გაშვებას ითხოვენ – ევროპარლამენტარები, მაკრონი, მაია სანდუ და იქიდან პრეზიდენტი ზელენსკი და მეორეს მხრივ რუსეთის მომავალი პრეზიდენტი ნავალნი. მე კიდევ ჩავარდნილი ვარ სადისტების ხელში, რომელთან პოდოლიაკი კანიბალებს უწოდებს და ჩემს თავს ვინ ჩივის, ქართველი ხალხის, პუტინის და ამ ბანდის მძევალი. ზახაროვა დაემუქრა ზელენსკის, მომავალში ჩემი ბედით. ზახაროვას პატრონებს დიდი ხანია მართებს საკუთარ ბედზე დაფიქრება. მე მათ ვურჩიე მოლაპარაკებების დაწყება, ცივილიზებულ თამაშის წესებზე გადასვლაზე და დაბალანსებულ სამართლიან სისტემაზე.” –
პუტინი დამთავრებულია, ეს მაქსიმუმ თვეების ამბავია – მიხეილ სააკაშვილი
განაცხადა მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დროებასთან ინტერვიუში.