სიცოცხლით სავსე ქალაქი-სიკვდილით სავსე აღმოჩნდა და მას ხელიდან კიდევ ერთი ანგელოზი გაუვარდა – პეტრე კოლხი

პეტრე კოლხი (კვარაცხელია)წყნეთში მომხდარ უბედურ შემთხვევას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

„სიცოცხლით სავსე ქალაქი-სიკვდილით სავსე აღმოჩნდა და მას ხელიდან კიდევ ერთი ანგელოზი გაუვარდა, სახელად დათუნა…

ჩვენთან სახელებს პირიქით ირქმევენ-ფარისევლებს მორწმუნეები ქვიათ, ორპირებს, ერთგულები, ნაძირლებს-რაინდები…

ყაჩაღებს-წმინდანები…

და სიკვდილმაც სიცოცხლე უწოდე თავის თავს… ჰოდა, კლავს ყველაზე ცოცხალ ადამიანებს-მოზარდებს!..

შეგირცხვეს ცხვირი-,,ჩემო კარგო ქვეყანა”!..“ – წერს პეტრე კოლხი.

ცნობისთვის, წყნეთში უბედური შემთხვევა გასულ ღამეს ე.წ სამთავრობო ზონაში მოხდა. შემთხვევა  სკვერში, ახლადმოწყობილ ფარდულში მოზარდები თამაშობდნენ, როცა 16 წლის მოზარდს დენმა დაარტყა, მის გადარჩენას თანატოლები და ადგილობრივები ცდილობდნენ თუმცა  ბიჭი სასწრაფო დახმარების მისვლამდე გარდაიცვალა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share