”ჩემი ცოდნა, ენერგია და გამოცდილება თუ იქნება საჭირო, რათა უკრაინა ევროპული გახდეს, ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ”, – ამის შესახებ კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ უკრაინულ გამოცემასთან ინტერვიუში განაცხადა.
ჟურნალისტის კითხვაზე, სურს თუ არა კლიჩკოს უკრაინის პრეზიდენტობა კიევის მერმა ასეთი პასუხი გასცა.
”ბევრს აქვს შთაბეჭდილება, რომ პრეზიდენტობა პრივილეგიაა, ეს დიდი შეცდომაა. პრეზიდენტობა დიდი პასუხისმგებლობაა, ეს ძალიან მძიმე ტვირთია. ვაკეთებ ჩემს საქმეს, რადგან მგონია, რომ უკრაინა უნდა იყოს დემოკრატიული, განვითარებული ქვეყანა. ეს არის საუკეთესო ქვეყანა მსოფლიოში. თუ ჩემი ცოდნა, ენერგია და გამოცდილებაა საჭირო რომ უკრაინა ევროპული გახდეს, ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ და ვაკეთებ კიდეც” – განაცხადა კლიჩკომ
მისივე თქმით, ახლა რაღაც თანამდებობაზე საუბარი სისულელეა, რადგან ყველას ერთი გეგმა აქვს – ”ომში გამარჯვება” , ხოლო როცა საპრეზიდენტო არჩევნები იქნება, პრეზიდენტობაზე შემდეგ ისაუბრებს.